ყველამ ვიცით, რა არის კოკა-კოლა და მის წარმატებულობაში ეჭვი არავის ეპარება. მე-20 საუკუნის ბოლოს ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ გლობალურ ბაზარს ათწლეულების განმავლობაში მართავდა, სანამ პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტები და ონლაინ პროდუქტებზე დაფუძნებული კომპანიები გამოჩნდებოდნენ.
მაგრამ როგორი იყო მისი აღმასვლა და რამ განაპირობა მისი ასეთი წარმატება? სტატიაში კოკა-კოლის საინტერესო ამბავს მოგიყვებით.
პირველად იყო წამალი
ტერმინი „კოკა-კოლა” მომდინარეობს მისი ორი ორიგინალური ინგრედიენტიდან, რომელიც მის დასამზადებლად მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიყენებოდა. ეს არის კოკას ფოთლები და კოლას თხილი (კოფეინის წყარო). თავდაპირველად ის განკუთვნილი იყო საპატენტო წამლად, რომელიც ჯონ სტიტ პემბერტონმა დაამზადა. ის ჯორჯიის შტატში, Jacob’s Pharmacy-ში იყიდებოდა. მას ჩამოსასხმელი ჭიქით ყიდდნენ და სულ რაღაც 5 ცენტი ღირდა.
იმ პერიოდში შეერთებულ შტატებში სჯეროდათ, რომ გაზიანი წყალი ჯანმრთელობისთვის კარგი იყო და პემბერტონი ამტკიცებდა, რომ მისი ახალი სასმელი მრავალი დაავადების მკურნალია. მათ შორის მორფინის დამოკიდებულების, საჭმლის მონელების, ნერვული დარღვევების, თავის ტკივილისა და იმპოტენციის სამკურნალოდ.
გამაგრილებელ სასმელად გადაკეთება
1889 წელს ამერიკელმა ბიზნესმენმა ასა გრიგს ქენდლერმა კოკა-კოლას ფორმულა იყიდა და გამაგრილებელი სასმლის დამზადება გადაწყვიტა. 1892 წელს ქენდლერმა ატლანტაში ოფიციალურად დააარსა კომპანია Coca-cola. მისი ხელმძღვანელობით, კოკა-კოლას დისტრიბუცია გაფართოვდა და 1895 წლისთვის კოკა-კოლა იყიდებოდა ყველა შტატში.
მალე მისი პირველი სარეკლამო ბანერიც გამოვიდა, რომელსაც ეწერა: „კოკა კოლა. გემრიელი! გამაგრილებელი! ამაღელვებელი! გამამხნევებელი!”. 1948 წლის მონაცემებით, Coca-Cola-მ მოითხოვა ბაზრის წილის დაახლოებით 60% და ის ლიდერობდა 1984 წლამდე. საგულისხმოა, რომ ამ დროს „პეპსი” გამოვიდა.
ნაბიჯები, რომლებმაც ბრენდად ჩამოაყალიბა
ჩვენს რუბრიკაში ხშირად გიყვებით ისეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებმაც კომპანიის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. „კოკა-კოლას” შემთხვევაში ასეთი ნაბიჯი ბევრი იყო.
ერთ-ერთი პირველი ამ ნაბიჯთაგანი იყო მისი ლიდერების გადაწყვეტილება, რომ მათი სასმელი ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველასთვის. ამ მიზნის მისაღწევად, ფასი 5 ცენტამდე თითქმის 70 წლის განმავლობაში შეინარჩუნა. ამ სტაბილურმა ფასმა ხელი შეუწყო მომხმარებელთა მოთხოვნის გაზრდას პროდუქტზე.
კოკა-კოლას სისტემის დაბადება
1800-იანი წლების ბოლოს კენდლერმა ყურადღება გაამახვილა დისტრიბუციის გაფართოებაზე. Coca-Cola-ს ბოთლში ჩამოსხმის უფლების მიღებით, მან გააფართოვა გაყიდვები და ფრანშიზას გაყიდვაც დაიწყო მეწარმეებზე.
ამ სისტემამ დიდი წარმატება მოუტანა ბრენდს. ფრანშიზა 250-ზე მეტმა ჩამომსხმელმა კომპანიამ იყიდა და სასმელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარული გახადა.
ხატოვანი ბოთლის გაშვება
პოპულარობასთან ერთად „კოკა-კოლას” ბევრი კონკურენტიც გამოუჩნდა, რომლებიც მის მიბაძვას ცდილობდნენ, თუმცა კომპანია არც ამ შემთხვევაში დაიბნა და მინის მწარმოებლებს მიმართა, შეექმნათ ბოთლის ახალი დიზაინი, რომელიც იმდენად განსხვავებული იქნებოდა, რომ მისი მიბაძვა შეუძლებელი იქნებოდა.
Root Glass Company-მა დღეისათვის ცნობილი კონტურული ბოთლი, რომელმაც მაშინვე მოიპოვა ცნობადობა მთელ მსოფლიოში.
სასმელი ყველა კატეგორიისთვის
1970-იანი წლების ბოლოს ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ კოკა-კოლა ბევრ შაქარს შეიცავს და არაა დიეტური სასმელი. Coca-Cola-მ მაშინვე მოახდინა რეაგირება და დაიწყო ახალი სასმლის შემუშავება, რომელიც გაააქტიურებდა კოლას გაყიდვებს და დააკმაყოფილებდა მომხმარებელთა მზარდ მოთხოვნას დაბალკალორიული სასმელების მიმართ.
1982 წელს კომპანიამ შემოიტანა დიეტური კოკა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ფიქრობდნენ, ახალი დიეტური სასმელი შეამცირებდა სასაქონლო ნიშანს, Diet Coke-ის გამოშვებიდან ერთი წლის განმავლობაში ის გახდა ქვეყნის ყველაზე პოპულარული უშაქრო სასმელი.
Diet Coke-ის დანერგვა მნიშვნელოვანი ეტაპი იყო კომპანიისთვის, რადგან დაიწყო ახალი პერიოდი, რამაც აიძულა კომპანია გაეღო რისკი უნიკალური ახალი სასმელების დანერგვაში, მომხმარებლის ცვალებად მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
ასე და ამგვარად, „კოკა-კოლა” იმ ბრენდად იქცა, რომელიც დღეს ყველას ძალიან უყვარს. მან თავისი ნიშა დაამკვიდრა, რომლითაც ხალხს თავი შეაყვარა. ის უყვართ არა მხოლოდ როგორც სასმელი, არამედ როგორც ბრენდი, თავისი ინდივიდუალიზმით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ კომპანია ყოველთვის საზოგადოების მაჯისცემას ამოწმებდა და ისე იღებდა გადაწყვეტილებას.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
#დაძარი
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი