in

Coca-Cola-მ ქუჩის ფოტოგრაფიით მექსიკური გემოები გააცოცხლა

თუ გაინტერესებთ, როგორ უნდა გააცოცხლოთ გემო სტატიკური გამოსახულებით, მაშინ Coca-Cola-ს ახალ კამპანიას უნდა გაეცნოთ, რომელიც სკანდინავიაში სწორედ მექსიკის გემოების გაცოცხლებას ისახავს მიზნად. უფრო ზუსტად, იმის დამტკიცებას აპირებს, რომ ტაკო და კოლა საუკეთესო წყვილს წარმოადგენს. ამას კი ფრედერიკ ტროვატენის გადაღებული ფოტოებით ცდილობს, რომელიც ქალაქში რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა…

M2

უნდა ითქვას, რომ მექსიკური ტაკო და კოკა-კოლა კარგად გამოცდილ წყვილს წარმოადგენს, სლოგანით — Where there are tacos, there’s Coca-Cola… ტაკოს ჯიხურების ბუნებრივი ფოტოები შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული, რასაც წითელი ფერით კოკა-კოლას ყუთები აცოცხლებს. 

თუ ფოტოებს დააკვირდებით, მიხვდებით, რომ ბრენდი ჩვენთან ირიბად საუბარს ცდილობს. არც ლოგოს გვაჩვენებს დიდად და ყუთებსაც კი სანახევროდ ვხედავთ… — Coca-Cola-ს საკულტო სიმბოლოებმა მოგვცა თავისუფლება, ტაკოს ჯიხურებში არსებულ ავთენტურ მომენტებზე ვფოკუსირებულიყავით, სადაც მათი ყოფნა ბუნებრივია. ბრენდის სიძლიერემ ამ მომენტებს ბრწყინვალების საშუალება მისცა ისე, რომ არც იყო ლოგოზე ყურადღების გამახვილება საჭირო და Coca-Cola-ს გუნდმაც თავიდანვე სრულად მიიღო ეს მიდგომა.

Crocs-მა ძაღლებისთვის მანათობელი ფეხსაცმელი შექმნა

„ყველაფერი ჩვენი საქმეა“ – „საფარის” უახლესი ვიდეორგოლი ქალების სიძლიერეზე