ამბავი ასეთია — Coca-Cola-მ Times Square-ზე „სათამაშო ბილბორდი“ განათავსა, ინტერაქციული ციფრული გამოცდილება, რომელიც მარტივად იზიდავს გამვლელებს. ჩვეულებრივი თამაშია ჯოისტიკებით, თუმცა განსხვავება ის არის, რომ იგი ნიუ-იორკის დიდ ეკრანზე გადის. იდეა კი გეიმერთა ქცევებისგან დაიბადა, რომლებიც ძირითად დროს მარტო თამაშში ატარებენ… The Playable Billboard-ით კოკა-კოლას სურს, ყველას რაღაც გასართობი შესთავაზოს, რათა ასე მათ ერთმანეთთან დაკავშირების საშუალებაც მისცეს მათ.
აშკარაა, რომ რეტრო სპორტული ვიდეო თამაშებითაა შთაგონებული, ამიტომაც ვხედავთ ორგანზომილებიან გრაფიკულ გამოსახულებას, Coca-Cola-ს ბოთლებს, რომლებიც ამჯერად ჩოგნების ფუნქციას ასრულებს და ბურთს, რომლის მოძრაობასაც ორი მოთამაშე აკონტროლებს. ასე დასამახსოვრებელ გამოცდილებასაც ქმნიან გამვლელებისთვის და შეახსენებენ, რომ ურთიერთობები მნიშვნელოვანია.
Coca-Cola-ს კამპანიაზე GREY Dubai-ის, Grey NY-ისა და WPP-ის სარეკლამო სააგენტოებმა იმუშავეს.