Coca-Cola-მ Zero-სთვის ახალი სარეკლამო პრინტ კამპანია შექმნა. პოსტერები, რომლებიც საზოგადოებას უფრო აქტიური ცხოვრებისკენ მოუწოდებს, სააგენტო Miami Ad School-თან თანამშრომლობით შეიქმნა. თუ ბრენდის კამპანიას დავუჯერებთ, გაზიანი სასმელი 0%-იანი შაქრის შემადგენლობით ნებისმიერი სპორტის სახეობაში 100%-იან აქტიურობას უწყობს ხელს.
















