in

Coca-Cola-ს მორიგი საახალწლო კამპანია “Together the Magic Happens”

სპეციალური საშობაო გადაცემები და გამოშვებები (Christmas Special) ბრაზილიაში საკმაოდ აქტუალურია და ყოველ წელს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 2020 წელს TV Globo-მ, უმსხვილესმა ბრაზილიურმა სამაუწყებლო კომპანიამ,  გადაწყვიტა, სპეციალური საშობაო გამოშვება სხვა ბრენდთან თანამშრომლობით შეექმნა. Coca-Cola კი ის კომპანიაა, რომელიც არასდროს უშვებს დაუვიწყარი სარეკლამო რგოლის შექმნის შესაძლებლობას. ამ შემთხევვაშიც სწორედ მან აიღო ფერადკანიანი სანტა კლაუსის წარმოჩენის პასუხისმგებლობა და ჩამოყალიბდა კამპანიის კონცეფცია – „ერთად ყოფნით სასწაული ხდება“.

სარეკლამო სააგენტომ – WmcCann შექმნა რეკლამა, რომელიც ნათლად გადმოსცემს საზოგადოებაში „უხეშად“ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს და მკაცრ ჩარჩოებს, რომელთა მიღმაც რჩება ადამიანური ფასეულობები.

მისი ყურების შემდეგ კი ალბათ, გახსენდებათ ყოველი ადამიანის თანასწორობის უორჰოლისეული ხედვა, თანაც მაშინ, როცა ეს სწორედ კოკა-კოლას უკავშირდება, როგორც მართლაც მთელი მსოფლიოს გამაერთიანებელს და თანასწორობის წარმომჩენს.„თქვენ შეგიძლიათ უყუროთ ტელევიზორს და ნახოთ კოკა-კოლა, და თქვენ იცით, რომ პრეზიდენტი სვამს კოკა-კოლას, ლიზ ტეოლორი სვამს კოკა-კოლას და უბრალოდ იფიქრეთ, თქვენც შეგიძლიათ მისი დალევა. კოკა-კოლა არის კოკა-კოლა და ვერანაირი თანხით ვერ მიიღებს ვინმე სხვა შენზე ან ქუჩის კუთხეში მყოფ უსაქმურზე უკეთეს კოკა-კოლას. ყველა კოკა-კოლა ერთნაირია და ყოველი მათგანი კარგია. ლიზ ტეილორმა ეს იცის, პრეზიდენტმაც იცის ეს, უსაქმურმაც იცის ეს და შენც იცი“. – ენდი უორჰოლი

Agency Network: McCann

Published/Aired: December 2020

BTU და Westminster-ის უნივერსიტეტი კრეატიული ინდუსტრიებისთვის ინოვაციურ პროექტებს იწყებენ

“ვირტუალური პაციენტი” ექიმებს პანდემიის დროს დიდ დახმარებას უწევს