ოდესმე დაფიქრებულხართ, რა გემო აქვს „ტრანსფორმაციას“? ეს არის ის, რის გადმოცემასაც Coca-Cola ცდილობს, თავის უახლეს არომატში. როგორც ბრენდი ამტკიცებს, ეს ყველაზე თამამი და ენერგიული გამოშვებაა, რომელიც ოდესმე დაგვიგემოვნებია…
ახალი გემო გრემის მფლობელ მომღერალ Rosalia-სთან პარტნიორობით შეიქმნა, რადგან კოკა-კოლას მიზანია, მომხმარებლებმა „მუსიკის ტრანსფორმაციული“ ძალა განიცადონ. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზეტ თაობაში, სადაც თვითგამოხaტვა ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავია. ქილის ვიზუალიც მუსიკოსის გამოსახულების ორ საპირისპირო მხარეს განასახიერებს — ცეცხლოვან ვარდისფერს, როგორც მხიარულ და შემოქმედებით პიროვნებას; და შავს, თამამი ელეგანტურობის სიმბოლოს.

დიზაინში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტიპოგრაფია, რადგან ბრენდის საკულტო Spencerian შრიფტი ესკიზებადაა წარმოდგენილი. ამავდროულად, გულშემატკივრებს შეუძლიათ, ლიმიტირებული გამოცემის ბოთლებსა და ქილებზე QR კოდი დაასკანერონ, რათა პიროვნების ტესტი გაიარონ — ეს უკანასკნელი პერსონალიზებულ 3D ვიზუალს ქმნის თითოეული ადამიანისთვის, მეტავერსით შთაგონებული ავატარებითა და მუსიკით.

„დღევანდელი თაობისთვის ტრანსფორმაცია, როგორც თვითგამოხატვის საშუალება, ძლიერი და რეზონანსულია. მოუთმენლად ველით კიდევ ერთ დიდებულ წელს Coca-Cola Creations-თან ერთად“, — ამბობს ოანა ვლადი, The Coca-Cola Company-ის გლობალური სტრატეგიის უფროსი დირექტორი.











