in

ასეთია Coca-Cola-ს შეფუთვის განახლებული დიზაინი და ახალი გემო

Coca-Cola-მ არომატიზირებული სასმელის ვიზუალი განაახლა, ახალი ფერები დაამატა და ახალი გემო მოკას არომატიზებული ყავით წარმოადგინა. სასმელებისთვის პატარა ქილები გამოიყენა, ალუბლის გემო წითელი ფერით წარმოადგინა, ვანილის გემო კი კრემისფერით. განსხვავებულია Coca-Cola-ს წარწერის ფერებიც, თეთრი ფერით დაწერილი ბრენდის სახელი ჩვეულებრივ გამაგრილებელ სასმელზე მიგვითითებს, შავი ფერით დაწერილი კი უშაქრო სასმელებზე. შესაბამისად, ახალ კოლას ღია მეწამულ წითელ ტონებსა და კრემის ფერებში შეხვდებით.

კომპანიაში ფიქრობენ, რომ დიზაინის მსგავსი ცვლილება მომხმარებლებს ჩვეულებრივ და უშაქრო სასმელებს შორის განსხვავების პოვნას გაუადვილებს. 

არომატების არსებულ ხაზს Dark Blend-ს, Vanilla-სა და Caramel-ს ახალ ვარიანტს ამატებს. ახალი გემო მოკას არომატიზებული ყავა იქნება. ამასთან, კომპანიამ შეასრულა პირობა და გასულ წელს, უშაქრო გამაგრილებელი სასმელის გემო შეცვალა. გემოს ცვლილებას კი მინიმალისტური ქილის დიზაინის შექმნაც მოყვა.

„ალტე უნივერსიტეტის“ დიზაინ ფიქრის კურსს ეკა ყიფიანი გაუძღვება!

Tom Ford-მა მსოფლიოში პირველი, ოკეანის პლასტმასასგან დამზადებული, საათი გამოუშვა