in

Coca-Cola-მ ვინტაჟური ხაზისთვის ახალი ვიზუალი შექმნა

Coca-Cola ჩვენთვის იმდენად კლასიკური პროდუქტი გახდა, რომ რთულია დიზაინის ცვლილებებზე საუბარი. თავისთავად ეს დიზაინერებისთვისაც დიდი გამოწვევაა, ამჯერად კი ამისთვის სტივენ ნობელი გაიმეტეს. მან Coca-Cola-ს ვინტაჟური ხაზის შეფუთვაზე იმუშავა, რომელიც ორ ახალ გემოს მოიცავს — California Raspberry და Georgia Peach. შესაბამისად, ლოგოებიც პირდაპირ ბოთლებზეა დაბეჭდილი… 

BOG
BOG

ადგილობრივად მოყვანილი და დამზადებული პროდუქტების თემატიკა რომ შეენარჩუნებინათ, გადაწყვიტეს, კალიფორნიიდან და ჯორჯიის შტატიდან მოეწვიათ ხელოვანები, რათა შეექმნათ რეკლამები მურალების, ინსტალაციებისა და ქუჩის ხელოვნების მეშვეობით, რათა ხელი შეეწყოთ ამ ახალი გემოს პოპულარიზაციისთვის.

ნობელმა კოკა-კოლასთვის ეტიკეტის ილუსტრაციებიც შექმნა, ეს კი უკვე Quebec Maple-სა და California Raspberry-ის მოიცავს. ოთხბოთლიან ვინტაჟურ შეფუთვაში მათ ბევრ ადგილზე შეხვდებით. ბოთლებს ლურჯი თავსახური აფარია, რომელზეც წარწერას Fleur de Lis ვკითხულობთ და აქვეა, ხელით შესრულებული ფოთლის ნახატიც…

Ikea-მ პირველი გლობალური კამპანია ჩაუშვა — Do Try This at Home

როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ მანიპულირებას სამსახურში