in

Coca-Cola-მ Vitaminwater-ის ახალი ვიზუალური იდენტობა წარადგინა

კოკა-კოლამ Vitaminwater-ს უფრო ფერადი ინდივიდუალურობა შესძინა. რებრენდინგის დროს ძველი ფარმაცევტული იერსახე თამამი ეტიკეტებითა და ნათელი ფერებით შეცვალა… კეთილდღეობაზე ორიენტირებული გზავნილების ადგილს კი ახლა ერთი ფერის ეტიკეტები იკავებს დიდი ლოგოთი და ხალისიანი შეტყობინებებით, მათ შორის: Immunity from all the BS. მიზანი გადატვირთულ თაროებზე მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობაა.

BOG
BOG

განახლების ფარგლებში Vitaminwater-ის შაქრის შემცველ და შაქრის ნულოვან შემცველ პროდუქტებს შორის უფრო მკაფიო ვიზუალურ განსხვავებას ქმნიან, რათა მყიდველებმა სასურველ პროდუქტს მალე მიაგნონ. შაქრის შემცველი ვარიანტები ახლა მუქი შავი ეტიკეტებით იქნება წარმოდგენილი, ხოლო უშაქრო, თეთრი ეტიკეტებით, რომლებშიც მთავარ როლს მკვეთრი ფერები თამაშობს.

სიტყვათა ნიშანიც შეცვალეს, რათა უფრო თამამი და დიდი გამხდარიყო — TWK Lausanne კლასიკურ Helvetica-ს უფრო რბილი და თანამედროვე იერით ანაცვლებს. 

ამგვარად, დიდი ლოგო, განახლებული ტიპოგრაფია და მინიმალისტური დიზაინი ბრენდის სიცხადისკენ სწრაფვაზე მიგვანიშნებს, ხოლო განახლებული გზავნილები იუმორსა და პოპკულტურას უერთგულებს, ნაცვლად იმისა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტრადიციული აზრები მოგვახვიოს თავს.

გარდა ვიზუალური განახლებისა, კოკა-კოლამ მომხმარებლებს ახალი გემოებიც გააცნო: Elevate და Re-hydrate Zero Sugar. ასე კი სურთ, ყველანაირი გემოვნების ადამიანისთვის Vitaminwater სასურველ სასმელად აქციონ.

Vitaminwater-ის ვიზუალი დასაწყისიდანვე ყოველთვის მარტივად ამოსაცნობი იყო… თუმცა ასე არ მოხდა კონკურენტულ გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნასთან მიმართებით… მივხვდით, რომ დრო იყო რევოლუციური, თამაშის წესების შემცვლელი ვიზუალური და ვოკალური იდენტობისთვის, რომელიც ჩვენს უპირატესობას ისე გააძლიერებდა, რომ ახლანდელი მომხმარებლები შეენარჩუნებინა და ახალი თაობაც მოეზიდა, — ამბობს Coca-Cola-ს Vitaminwater-ის ბრენდის ხელმძღვანელი ამანდა ჰარკინსი.

Vitaminwater-ის განახლებაზე შემოქმედებითმა სააგენტო forpeople-მა იმუშავა.

ყველაფერი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის შესახებ – პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

სატენდერო გარანტია ახლა უკვე საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში