9
Jan
2020

„კოკა-კოლა“, ექსპორტზე, ქართულ მინერალურ წყალს გაიტანს 

9 Jan 2020

Coca-Cola Bottlers Georgia „მთის წყალს“ ექსპორტზე გაიტანს. ახალი ბრენდი, 2020 წლის გაზაფხულიდან,  კავკასიასა და შუა აზიაში გაიყიდება. თუმცა, ხელმისაწვდომი იქნება ქართულ ბაზარზეც. ამ ეტაპზე, პროდუქტი, რეგისტრაციის პროცედურებს გადის.

ეს არის მტკნარი მინერალური წყალი, რომელიც მუხრანის ველის ჭაბურღილებიდანაა. სწორედ ამიტომ, მისი თავდაპირველი სახელი „მუხრანის წყალი“ იყო. თუმცა, შემდეგ შეიცვალა და ბაზარზე, ახალი დასახელებით – „მთის წყალი“ – გამოჩნდება.

თემურ ჭყონიამ, ნატახტარში, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების 25-წლიანი ლიცენზია 2019 წლს შეიძინა.„მთის წყალი“ შუშის ბოთლებში გაიყიდება, მას „კოკა-კოლას“ წარმოებაშიც გამოიყენებენ.

განხილვა