ვერ გეტყვით, რომ Coca-Cola-სა და Bacardi-ის თანამშრომლობა ახლა დაიწყო. ეს მათ ისტორიაშია ფესვგადგმული და Cuba Libre-ს კოქტეილსაც უკავშირდება. პირველად 1900 წელს გააკეთეს American Bar-ში, რისთვისაც Bacardi-ის რომი, კოკა-კოლა და ლაიმი გამოიყენეს. ამ ამბიდან უკვე ერთ საუკუნეზე მეტი გავიდა და იგი კვლავ რჩება ბარებში გლობალურად საყვარელ სასმელად. ახლა კი ეს ბრენდები კლასიკურად ქცეული კოქტეილის გემოს თანამედროვე დროს არგებენ და მოსახერხებელ RTD ფორმატის შეფუთვაშიც ათავსებენ. ასე სურთ, დღევანდელ მოთხოვნებს უპასუხონ, რაშიც ხარისხი და სიმარტივე მოიაზრება.
Coca-Cola და Bacardi მომხმარებლებს მზა კოქტეილს სთავაზობენ, რომელიც, რაღა თქმა უნდა, Bacardi-ის რომისა და კოკა-კოლას გემოებს აერთიანებს. ფიქრობენ, რომ გამზადებული კოქტეილის შექმნით მომხმარებლებს მოსახერხებელ გზას შესთავაზებენ, რათა კლასიკური გემოებით, ბარმენის საჭიროების გარეშე, ისიამოვნონ.
„ჩვენ აღფრთოვანებულნი ვართ ორი საკულტო ბრენდის გაერთიანებით, რაც მომხმარებლებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კოქტეილით სიამოვნების საშუალებას მისცემს მაღალ ხარისხსა და მოსახერხებელ ფორმატში. ამ ურთიერთობით ხელმისაწვდომობას გავზრდით და ლეგალურად დასაშვები ასაკის მქონე უფრო მეტი მომხმარებელი შეძლებს კლასიკური Bacardi-ის რომისა და Coca-Cola-ს კოქტეილით სიამოვნების მიღებას“, — აცხადებს მაჰეშ მადჰავანი, Bacardi-ის CEO.
საინტერესოა, რომ Coca-Cola და Bacardi კოქტეილის გატანას 2025 წლისთვის მექსიკასა და ევროპულ ბაზარზე აპირებენ…