Coca-Cola-ს ლოგო მხოლოდ ბრენდის პროდუქციას კი არა, ტანსაცმელს და სხვადასხვა აქსესუარებსაც უხდება. ამ ფაქტის კარგი მაგალითია Coca-Cola-სა და ტანსაცმლის მწარმოებელ ბრენდ Kith-ის ახალი, ერთობლივი ნამუშევარი. კოლაბორაციის შედეგად, ოთხი სეზონის კოლექცია მომზადდა, რომელშიც ჰუდებთან, პერანგებთან თუ სხვა ტიპის ტანსაცმელთან ერთად, საცურაო კოსტიუმები და საზღვაო პირსახოცებიც შედის. აღსანიშნავია, რომ მეტი ორიგინალურობისთვის Coca-Cola-ს ლოგოში Kith-ისთვის დამახასიათებელი მცირე ცვლილებებიც შეიტანეს.

























