უოლტ დისნეის კომპანიისა და სასმელების გიგანტის უახლესი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალ გამოშვებას ვიხილავთ: Coca-Cola x Marvel: The Heroes. მარველის 38 პერსონაჟი ლიმიტირებული გამოცემის ქილებისა და ბოთლების წინა პლანზე გამოდის — მათ შორის არიან კაპიტანი ამერიკა და რკინის კაცი.
თითოეული ქილა და ბოთლი დახვეწილი შავი, თეთრი და წითელი ფერის სქემით თუ უნიკალური ხასიათის ილუსტრაციით გამოირჩევა. თანაც მათ ის გამოარჩევს, რომ სპეციალური QR კოდია დატანილი, რომლის დასკანერების შემდეგაც, გაფართოებული რეალობის გამოცდილებაში ვიძირებით…
სუპერგმირული განწყობა Zero Sugar-ის გამოშვებაზეც ვრცელდება, რომელიც ისეთივე „ტკბილი და ძლიერია“, როგორც ჩვეულებრივი. შავი პანტერა, შავი ქვრივი, კაპიტანი ამერიკა, კაპიტანი მარველი, დოქტორ სტრეინჰი, გრუტი, ჰალკი, რკინის კაცი, ალისფერი ჯადოქარი, თანოსი, თორი და ა. შ. — ყველა იდეალურად შეესაბამება კოკა-კოლას ბრენდის იდენტობას.