in

Coca-Cola და Disney 70 წლის იუბილეს „ვარსკვლავური ომებით“ აღნიშნავენ

კოკა-კოლა და დისნეი თანამშრომლობის 70 წელს ზეიმობენ, რაც 1955 წელს Disneuland Resort-ის გახსნიდან დაიწყო… ახლა კი Coca-Cola x Star Wars: Refresh Your Galaxy-ის კამპანიას უშვებენ — Disney-სა და Coca-Cola-ს თანამშრომლობის ამოსავალი წერტილი გულშემატკივრების პატივსაცემად კამპანიების შექმნაა. Star Wars კი შესანიშნავი კულტურული ძალაა მრავალი თაობის მილიონობით გულშემატკივრით, რომლებსაც ეს ამბები ეკრანებიდნა თავიანთ ცხოვრებაში გადმოაქვთ. ეს კამპანიაც მათთვის და მათ მიერ შთაგონებულია.

BOG

იმ კავშირებს ზეიმობენ, რომლებიც გალაქტიკებს, თაობებსა და გულშემატკივრებს აერთიანებთ. ამას კი ვიდეოს გარდა, შეზღუდული გამოშვების კოკა-კოლას შეფუთვით აკეთებენ, რომელზეც ვარსკვლავური ომების საკულტო პერსონაჟებია დატანილი. სულ 30 ქილა გამოვა.

ბოთლებზე QR კოდებიც იქნება დატანილი, რომელზე გადასვლითაც AR ციფრული გამოცდილება გაიხსნება და მომხმარებლებს ვარსკვლავური ომების საკოლექციო ქილების შესახებ მიაწვდის ინფორმაციებს. აქ გულშემატკივრებს თავადაც შეეძლებათ ვიდეოების ჩაწერა, რომლებიც შემდგომში Star Wars-ის სტილის ჰოლოგრამად გადაიქცევა… ხელმისაწვდომი მსოფლიოს მასშტაბით შერჩეულ მაღაზიებში გახდება. 

ახლა კი მთავარ ამბავს დავუბრუნდეთ — Coca-Cola x Star Wars: Refresh Your Galaxy-ში საყვარელი პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილ გულშემატკივრებს ვხედავთ, რითაც ვარსკვლავური ომები და კოკა-კოლა კვლავ გვარწმუნებს, რომ ისინი თაობებს აერთიანებენ:

Price Per Kilometer – ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის – რას სთავაზობს „თეგეტა ბიზნესი“ კორპორაციულ მომხმარებელს

თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ