12
მარ
2018

მალე! კოკა-კოლას + ყავა – ახალი პროდუქტი საქართველოს ბაზარზე

12 მარ 2018

სულ მალე, საქართველოს ბაზარზე კოკა-კოლას ახალი პროდუქტი გამოჩნდება – კოკა-კოლას + ყავა. ამის შესახებ ინფორმაცია Coca-Cola Bottlers Georgia-ს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა, მარკეტერი კი მის გადამოწმებას კომპანიის კომერციულ და მარკეტინგის მენეჯერ, ირაკლი აბესაძესთან შეეცადა:

ირაკლი აბესაძე, სააქციო საზოგადოება Coca-Cola Bottlers Georgia-ს კომერციული და მარკეტინგის მენეჯერი: „საქართველოში ასეთი პროდუქტი ჯერ არავის აქვს და იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში აპრობირებულია და კარგად მუშაობს კოკა-კოლა + ყავა, ჩვენთან კი კოფეინზე მოთხოვნა დიდია, გადავწყვიტეთ, არ ჩამოვრჩეთ ტრენდს და ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციური პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებლებს, რომელიც მარტის ბოლოსთვის, მაქსიმუმ, აპრილის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. როგორც ვაკეთებთ ხოლმე ყველა პროდუქტზე, ჯერ ბაზარს მოვსინჯავთ, როგორ მიიღებს და შემდეგ უკვე მასშტაბურ პრეზენტაციას გავაკეთებთ. ჩვენი ფეისბუკპოსტის მიზანიც ეს არის, განვსაზღვროთ მომხმარებლების მოლოდინები. ამჟამად, Coca-cola company-სთან გავდივართ საჭირო პროცედურებს“.

განხილვა