6
Jul
2016

როგორ დაიცავს კოკა-კოლა ოლიმპიური თამაშების მაყურებელს ზიკა ვირუსისგან?

6 Jul 2016

Elit Electronics
Elit Electronics


როგორც იცით, წლევანდელი ოლიმპიური თამაშები ბრაზილიაში ტარდება. თუმცა, ამ საოცარ ადგილს ერთი ძალიან პატარა და მავნე პრობლემა აქვს – კოღოები. კოკა–კოლამ, რომელიც ოლიმპიური თამაშების ოფიციალურმა პარტნიორია, გადაწვიტა საზოგადოება ამ აუტანელი მწერებისგან დაეცვა.

 

 

ბრაზილიაში გავრცელებული კოღოებისგან, განსაკუთრებით სახიფათოა ზიკა ვირუსის გადამტანი სახეობა. რეალურად, ამ ვირუსს ჯანმრთელობისთვის რაიმე განსაკუთრებული პრობლემის შექმნა არ შეუძლია. თუმცა, ის ძალიან საშიშია ორსულებისთვის. ექიმებისა და ექსპერტების თქმით, ვირუსი ახალშობილში მიკროცეფალიას იწვევს, რაც ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

სწორედ ამ მავნე კოღოებთან საბრძოლველად კოკა–კოლამ სპეციალურად შექმნილი სტიკერები გამოიყენა. სხვადასხვა ქვეყნის დროშების ფერებში გაკეთებული სტიკერები კოკა–კოლას ბოთლებს მოყვება. ინსტრუქცია მარტივია: სტიკერი ტანისამოსზე უნდა მიიმაგროთ და ვერანაირი კოღო ვეღარ მოგეკარებათ.

მაშ ასე, წლევანდელი ოლიმპიური თამაშები ზედმეტი ბზუილისა და ნაკბენების გარეშე ჩაივლის. რაც ყველაზე მთავარია, მომავალ თაობას საფრთხე აღარ შეექმნება. შეგიძლიათ მშვიდად ჩახვიდეთ ბრაზილიაში, დატკბეთ ამ არაჩვეულებრივი ქვეყნით, მისი კულტურით და რა თქმა უნდა ოლიმპიური თამაშებით. 

განხილვა