კოკა-კოლას პირველი სატელევიზიო რეკლამა 1939 წელს გააკეთეს და ის პირდაპირი ტექსტით მიმართავდა მომხმარებელს ” თუ გცხელათ მაცივარი გამოაღეთ და დალიეთ კოკა-კოლა”.
ამ რეკლამის შემდეგ უამრავი რამ შეიცვალა, მაგრამ კოკა კოლა ყველაზე საუკეთესოს თუ არა საუკეთესო რეკლამას მაინც სთავაზობდა მომხმარებელს.
ამჯერად კოკა-კოლას ახალ ანიმაციურ ფილმს წარმოგიდგენთ. მასზე ორმა სააგენტომ იმუშავა. ანიმაციის კონცეფცია Ogilvy-ის ხოლო თვითონ ანიმაცია Psyop-ის გადაღებულია.
“put a smile” ასე ჰქვია კოკა კოლას ახალ ანიმაციას, რომელშიც თვითონ მომხმარებლები მონაწილეობენ. წინასწარ მომხმარებელს მაიკები დაურიგდა, რომელზეც სხვა და სხვა ანიმაციებია გამოსახული. მათ ევალებოდათ მაიკის ჩასცმა და საიტზე განთავსებული სპეციალური პროგრამით ფოტოს გადაღება. როდესაც ფოტოები შეგროვდა, ისინი დაამონტაჟეს და ერთ მთლიან ანმაციად აქციეს.