28
Aug
2019

ჭიამაია და ჭიანჭველები დედამიწის გადასარჩენად – Coca-Cola-ს ახალი კამპანია

28 Aug 2019

Elit Electronics


„კოკა-კოლას“ ახალი კამპანიის გმირები ჭიამაია და ჭიანჭველები არიან. მათ სურთ, დაიცვან და გადაარჩინონ დედამიწა. “With a Little Help, We can Make a Big Change” – ჩვენი პლანეტის პატარა დამხმარეები დიდი ცვლილებებისკენ ისწრაფვიან.

 

 

ეს Coca-Cola Australia-სა და სარეკლამო სააგენტო Ogilvy Australia-ს ერთობლივი პროექტია. ავსტრალია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც Coca-Cola Classic-ის ბოთლები 100%-ით გადამუშავებული პლასტმასასგან მზადდება. თუმცა, ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და სურთ, 2019 წლის ბოლომდე, „კოკა-კოლას“ ყველა პროდუქტის 10-დან 7 ბოთლი გადამუშავებულ პლასტმასაში ჩამოასხან.

„Coca-Cola Company-ის მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ნარჩენების გადამუშავებას და შემდეგ, წარმოებაში ეს მასალა გამოვიყენოთ.  2030 წლისთვის კი გვსურს, ჩვენი გამოშვებული ყველა პლასტმასას ბოთლი და თუნუქის ქილა გადავამუშაოთ“.

მომზადებულია CENN-თან პარტნიორობის ფარგლებში

განხილვა