in

აი, როგორ ქილებს ქმნის Coca-Cola ოლიმპიური თამაშებისთვის

წლევანდელი ოლიმპიური თამაშები 96-ე წელს აღნიშნავს მას შემდეგ, რაც Coca-Cola the Olympic Movement-ში ჩაერთო, მაგრამ 1980 წლამდე შეზღუდული გამოშვების შეფუთვა არ შემოუთავაზებია… ჩვენ კი გადავწყვიტეთ, თქვენთვის ოლიმპიური შეფუთვები გვეჩვენებინა, ამიტომ ახლა ბრენდის პირველ დიზაინს გაჩვენებთ, რომელიც Lake Placid 1980 Olympic Winter Games-ისთვის შეიქმნა:

BOG
BOG
Lake Placid 1980 Winter Olympics

მარტივი დიზაინი ჰქონდა, თამამი შრიფტებით ამშვენებდა იმ დროს არსებულ ოლიმპიურ ლოგოს და, ამასთან, კოკა-კოლას წითელ და თეთრ შეფუთვასაც მიაგებდა პატივს. შუშის ბოთლებზე თილისმა იყო დახატული Ronni the Raccoon, რომელიც ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობაში მონაწილეობდა… მაგრამ Olympic Games Los Angeles 1984-ისთვის ჩვენს დიზაინზე უკვე Sam the Eagle იყო ასახული. სამახსოვრო ქილები გახლდათ, რადგან თითოეულზე შეჯიბრში მონაწილე სპორტსმენების სურათები იყო დატანილი, — აცხადებს ისლამ ეიდესკი, Coca-Cola-ს ვიცე-პრეზიდენტი.

LA 1984 Summer Olympics
LA 1984 Summer Olympics

გარდა კარგი მოგონებისა, შეფუთვის დიზაინი საინტერესო არქივს წარმოადგენს, რომელიც იმდროინდელ დიზაინის ტრენდებსა და გემოვნებას ასახავს. დროთა განმავლობაში კოკა-კოლას პროდუქტის დიზაინიც ვითარდებოდა და კულტურულ ცვლილებებსა თუ დიზაინის ტრენდებს ასახავდა. ადრეული 90-იანების ტრენდი მკაფიო ფერები, აბსტრაქტული ფორმები და მხიარული ანიმაციური ესთეტიკა იყო. სწორედ ამიტომ ვხედავთ მას Olympic Games Barcelona 1992-ის ქილაზე. კლასიკური წითელი და თეთრი ფერებისგან გადაუხვიეს და ყვითელი ფერთა პალიტრა აირჩიეს, რაც, რაღა თქმა უნდა, ესპანური დროშით იყო შთაგონებული: 

Barcelona 1992 Summer Olympics

2000-იანი წლებისთვის კი კოკა-კოლას ქილის დიზაინი მასპინძელი ქვეყნის კულტურასა და ვიზუალურ ენას ასახავდა. ამგვარად, Olympic Games Beijing 2008-ისთვის შექმნილ ქილაშიც ფუტურისტული დიზაინი იკითხება, ოქროსფერი ქილა იყო ტრადიციული ჩინური წარწერებით:

Beijing 2008 Summer Olympics

კოკა-კოლას დიზაინებს შორის გამორჩეულია Atlanta 1996 Summer Olympics-ის შუშის ბოთლიც:

Atlanta 1996 Summer Olympics

დაბოლოს, Paris 2024-ის ჩახუტებული ქილებიც უნდა ვახსენოთ — ეს მოითხოვდა აზრებისა და დიზაინის სიმარტივეს, რათა ქილა ისე შეექმნა, რომ თაროზე გამორჩეული ადგილი დაეკავებინა:

Paris 2024 Summer Olympics

როცა მუშაობ მსოფლიოში ორი ყველაზე ცნობილი ბრენდის დიზაინზე, კოკა-კოლას სკრიპტსა და ოლიმპიურ რგოლებზე, ამოცანას მარტივად ვერ მოეკიდები. მარტო იმიტომ კი არა, რომ ორივე ბრენდის პატივისცემა გსურს, არამედ გინდა მათი მემკვიდრეობა საუკეთესოდ გადმოსცე… და ყველაზე მნიშვნელოვანი — მთელი მსოფლიო გიყურებს!, — ამბობს იედესკი.

როგორ შევუწყოთ ხელი გუნდური ურთიერთობების ჩამოყალიბებას

თიბისის კამპანია აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით