ალბათ, გახსოვთ ” Tumblr”-ზე ატვირთული კაბა, რომლის ფერზეც ყველა სოციალურ ქსელში დავობდნენ. აღქმაში განსხვავება ადამიანის ტვინისა და თვალის ევოლუციის შედეგია. “კაბის ეფექტის” გამეორებას “Coca-Cola” შეეცადა.
დანიაში “Coca-Cola Life”-ის სარეკლამო კამპანია დაიწყეს, მაგრამ მისი ნახვა მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს შეუძლია, ანუ მას მხოლოდ დალტონიკები ნახავენ.
პრინტზე მთავარი გამოსახულება მოყავისფრო-მომწვანო გამოსახულების უკან იმალება. დამალულ გამოსახულებაზე არის წარწერა “Life” რომელსაც მხოლოდ ის ადამიანები დაინახავენ, რომლებიც ზოგიერთ ფერს ვერ არჩევენ.