Coca-Cola თავისი ახალი სამგანზომილებიანი, უშველებელი სარეკლამო ბანერით გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ტაიმზ-სკვერზე სულ ახლახანს დამონტაჟებულმა გიგანტურმა ბანერმა 2 რეკორდის დამყარება შეძლო: პირველი, მისი ზომის დამსახურებით, რაც შენობის 6 სართულს უდრის. მეორე რეკორდი კი მისმა სამგანზომილებიანმა, მაღალ ტექნოლოგიურმა სტრუქტურამ განაპირობა. Coca-Cola-ს სიახლე 1760 LED ნათურისგან შედგება, რომლებიც ცოცხალი გამოსახულების და მოძრავი ტალღის შეგრძნებას ქმნის.