in

როგორ დაეხმარა მუსიკოსებს გასაბერი ბუშტი

ოქტომბერში კოკა-კოლამ სარეკლამო კამპანია გამართა, სადაც ქალაქის თავზე გასაბერი ბუშტები გაუშვა, როგორც ღიმილის, სიყვარულის და კოკა-კოლას უცვლელი სლოგანის სიმბოლო.

იგივე იდეა, ოღონდ უფრო ფართო დატვირთვით მუსიკოსმა Garcia Goodbye-მ განახორციელა. თავისი სინგლის რეკლამისთვის არა ინტერნეტი, არამედ თავისუფალი სივრცე, ჰაერი და გასაბერი  ბუშტები გამოიყენა. სარეკლამო კამპანია სულ 5 კომპონენტისგან შედგებოდა: 1 გასაბერი ბუშტები, USB მეხსიერების ბარათები, ქარი, სივრცე ქალაქთან ახლოს და ცოტა იღბალი.

ნებისმიერი ხელოვანი დაგვეთანხმება, რომ მუსიკის ასეთი ხერხით გამოჩენა უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ინტერნეტ რეკლამიდან სიმღერის ნახვა.

შედეგი კი ნამდვილად დასაფასებელია, 31,000-ზე მეტი Youtube მნახველი და iTunes-დან 30 000 მეტი გადმოწერა. მშვენიერი რეზულტატია მუსიკოსისთვის, რომელმაც სინგლის რეკლამირებაში სულ რამოდენიმე დოლარი დახარჯა.

”ჯეოსელი” მობილურ ტელეფონებს ახალ მაღაზიებში გაყიდის

რა არის ”შოკოლადის სახელოსნო”?!