იმისათვის, რომ უფრო მეტი ბოთლი გადაამუშაონ, Coca-Cola-მ Merlin Entertainments Group-თან პარტნიორობით ერთი ძალიან საინტერესო პროექტი წამოიწყო — მომხმარებლებს ჯილდოებს სთავაზობენ თუ ისინი ბრენდის ცარიელ ნახევარლიტრიან პლასტმასის ბოთლებს სპეციალურად შექმნილ აპარატებში მოათავსებენ.
14 ივლისიდან 30 სექტემბრამდე Merlin Entertainments ატრაქციონებით სარგებლობისთვის მომხმარებლებს უფასო VIP გამოცდილების ჯილდო შეუძლიათ მოითხოვონ.
თითოეულ მოწყობილობას კი თან ახლავს წარწერა: „გმადლობთ გადამუშავებისთვის, თქვენი ბოთლი თაროზე ექვს კვირაზე ნაკლებ დროში შეიძლება დაბრუნდეს“.
„ზაფხულის თვეები მეგობრებისა და ოჯახების შეკრებისთვის განსაკუთრებული დროა. ჩვენ კი მოხარული ვართ, რომ ადამიანებს ვთავაზობთ შანსს მიიღონ ეს საოცარი გამოცდილება და დაჯილდოვდნენ გადამუშავებისთვის მერლინის ატრაქციონებზე ყოფნის დროს. ჩვენი ყველა ბოთლი 100%-ით გადამუშავებადია და ეს პარტნიორობა არ არის ერთადერთი რამ, რასაც ჩვენ ჩვენი ამბიციის მისაღწევად ვაკეთებთ. აქ კი ნარჩენებისგან თავისუფალი სამყაროს არსებობა იგულისხმება“, — ამბობს ლუიზ მაჯესტი, Coca-Cola-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი დიდ ბრიტანეთში.
Merlin Entertainments-ის წარმომადგენელი დერა ლორი კი გვეუბნება: „მდგრადობა ჩვენი კომპანიის ხერხემალია და CocaCola-სთან თანამშრომლობით მოხარული ვართ. მდგრადობის ამბიციების მისაღწევად წინსვლას ვაგრძელებთ — ბრენდირებული ნივთებიდან არასაჭირო შეფუთვისა და პლასტმასის ამოღებაზე ვზრუნავთ“.