ფრანგულმა ბრენდმა Chanel აქსესუარების კოლექცია Coco Crush-ის მხარდასაჭერი ვიდეორგოლები წარადგინა. სარეკლამო კამპანიის “My Way, My Allure“ სახე ბრიტანელი მსახიობი კირა ნაითლია.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=wD1Qvai-cSk[/embedyt]
ვიდეორგოლები კოკო შანელის ცნობილი ფრაზების ირგვლივ ერთიანდება.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=yZySzoubipM[/embedyt]
სამ სხვადასხვა რგოლში, კირა ნაითლი დიზაინერის გამონათქვამებს საპირისპირო მნიშვნელობით იყენებს.
[embedyt] https://www.youtube.com/watch?v=LWIqTyqaBe8[/embedyt]
ეს ბრენდისა და მსახიობის პირველი თანამშრომლობა არ არის – კირა ნაითლი 10 წელია, Chanel-ის ბრენდ ამბასადორია და, შესაბამისად, არაერთხელ ყოფილა მისი სარეკლამო რგოლების მთავარი გმირი.











