28
Nov
2016

“ცოცხალი წიგნი” ანუ ტატუს ხელოვნება და პოეზია ერთად

28 Nov 2016

Elit Electronics
Elit Electronics


რა ხდება მაშინ, როდესაც ტატუ და პოეზია ერთიანდება?! იდეა ბრაზილიელ ხელოვან ანდრე ოვიედოს ეკუთვნის, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად, დაიწყო ამ არაორდინალური წიგნის შექმნაზე მუშაობა. ერთი სხეული წიგნის მხოლოდ ერთი გვერდია, ფურცლის ნაცვლად, ნამდვილი კანი, კალმის ნაცვლად კი ნემსის წვერი… ცოცხალი წიგნის შექმნაში მონაწილეობის სურვილი 35–მა ადამიანმა გამოთქვა. სიყვარულის ისტორია, რომელსაც ეს პოემა გადმოსცემს მოხალისეებმა სხეულის სხვადასხვა ადგილზე გადაიტანეს. ხელებზე, კისერსა და ზურგზე დაწერილ ნაწყვეტებს იდეის ავტორებმა სურათები გადაუღეს, გრაფიკული დიზაინის საშუალებით, ლამაზად გააფორმეს და წიგნის გვერდებად აქციეს.

 

განხილვა