პროგრამამ „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ კიდევ 359 ბენეფიციარი გადაამზადა. მეორე ეტაპი წარმატებით დასრულდა. სასწავლო კურსის დასრულება ბენეფიციარებმა დასაქმების ფორუმზე შეხვედრით აღნიშნეს, სადაც პოტენციურ დამსაქმებლებს განვლილი სწავლების განმავლობაში შექმნილი პორტფოლიო წარუდგინეს, Pitch Yourself ინიციატივის ფარგლებში.
1500 ქალისთვის განკუთვნილმა კოდინგის სკოლამ ფუნქციონირება გასულ წელს დაიწყო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის BTU ინიციატივით, USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია ტექნოლოგიურ სფეროში რეგიონში მცხოვრებ ქალთა გაძლიერება. პროექტში მონაწილე ბენეფიციარები სრულ დაფინანსებას იღებენ სწავლისთვის. ისინი დასაქმების გლობალური ბაზრის სტანდარტების შესაბამისად გადიან ტექნიკური ინგლისურის, ტექ-კურსების, მენტორობისა და ბუთქემფის კომპონენტებს.
პროგრამა გრძელდება და მესამე ნაკადის ბენეფიციართა გადამზადებისათვის ემზადება.
[R]