in

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური პროექტი ქალთა ტექნოლოგიებში გადამზადებისთვის “Coding School for 1500 Women”

ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ქალთა გადამზადების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი სტარტს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში იღებს. პროექტი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქალებისთვისაა განკუთვნილი და მასში მონაწილეობას 1500 კანდიდატი მიიღებს.

პროექტის მიზანია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა; აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის თანადაფინანსებით და მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, Front-end დეველოპმენტის, Back-end დეველოპმენტის, UI/UX დიზაინის, გრაფიკული დიზაინის, ციფრული მარკეტინგისა და ციფრული პროდუქტების ტესტირების მიმართულებით გადამზადდება 1500 მონაწილე. შერჩეულ მუნიციპალიტეტებს შორისაა: სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გარდა ამისა: წეროვანის დევნილთა დასახლება. აგრეთვე, შეიქმნება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქალთა სამუშაო და სასწავლო სივრცეები. ტექნოლოგიების მოდულების გარდა, გადამზადება მოხდება ინგლისურ ენაში. გაიმართება კარიერული ბუთქემფები და დასაქმების ღონისძიებები, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარდება ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა მიერ ინტერესის გამოხატვის ფორმა უკვე შემუშავებულია და ხელმისაწვდომია ბმულზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 16 იანვარს.

მიზნობრივი ჯგუფია შერჩეულ რეგიონში მცხოვრები, 16-დან 40 წლის ასაკამდე ქალები. პროექტის განხორციელების ვადაა 01.12.22-30.11.2024

[პარტნიორის კონტენტი]

6 გზა, რომლითაც კომპანიები თანამშრომელთა განვითარებას აფერხებენ

ზოგჯერ მარკეტინგში თვალყურის დევნება ყურადღებას არ ნიშნავს