in

Coffee Watch — ყავის მარცვლებისგან დამზადებული საათი

ყავის დროა? შეიძლება, გადამუშავებული ყავის მარცვლებისგან დამზადებულმა საათმა იმის განცდა გაგიჩინოთ, რომ ყოველთვის იდეალური დროა ყავის დასალევად. კონცეფციაზე Lilienthal Berlin-მა იმუშავა — საათს იავური ყავის სუნი აქვს, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ამ განცდას.

BOG
BOG

Coffee Watch-ის კორპუსი დამზადებულია ყავის მარცვლებისგან, ცენტრი — უჟანგავი ფოლადისგან, ხოლო თასმები — ორგანული, ვეგანური ტყავისგან ან ბადისგან. საათი სხვადასხვა ფერში გამოდის, ამა თუ იმ ყავის სახეობის შესაბამისად. მათ შორისაა ამერიკანო, ლატე, მაკიატო და ესპრესო. ამასთან, Coffee Watch-ს აქვს ბაუჰაუსის სტილის ციფერბლატი, რომლის ეფექტიც სინათლის ზემოქმედებისას იცვლება.

Dezeen-ის თანახმად, ყოველწლიურად 20 მილიონ ტონაზე მეტი ყავის ნარჩენი იწარმოება. Lilienthal-მა კი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ამ ნარჩენების კლასიკურ საათად გადაქცევისკენ.

კომპანიის წევრები ყავის ნარჩენებს ბერლინის კაფეებიდან აგროვებენ და Kaffeeform-ს აწვდიან, რომელიც ბრენდთან საათების წარმოების ფარგლებში თანამშრომლობს. ეს არა მხოლოდ ლამაზი მოდელების შექმნას, არამედ მდგრადი განვითარების საკითხს ეხება, რაც ასეთი მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში — გარემოს დაბინძურების აქტიურ პერიოდში.

გამომშრალი თევზის წარმოებიდან ელექტრონიკის გიგანტის წოდებამდე – Samsung-ის ბიზნესისტორია

„შემოქმედებითი გარდასახვა“ — UNESCO IFCD-ის მიერ დაფინანსებული პირველი პროექტი საქართველოდან