ამბავი ასეთია — ფსიქიკური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული აღქმების შესაცვლელად, Coffee Foundation-მა ყავის უნივერსალური სიმბოლო გამოიყენა. ასე ღია საუბრების წამოწყება და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება სურდათ, რასაც ყავის ირგვლივ გამართულ დიალოგებში ყველაზე ეფექტურად შეიძლება, მიაღწიონ. ამგვარად, Coffee Foundation-მა მენტალური ჯანმრთელობის ირგვლივ არსებული მოსაზრებები გამოწვევის წინაშე დააყენა და ღია დიალოგების წარმოშობის ადვოკატირება გადაწყვიტა.
თამამი ბრენდის იდენტობით ის გამბედაობა ასახეს, რომელიც კომპლექსური სოციალური საკითხების მოსაგვარებლადაა საჭირო. საუბრების ტრანსფორმაციულ ძალაზე გაამახვილეს ყურადღება ფინჯან ყავასთან ერთად, რათა ცვლილებების ნაპერწკალი გააღვივონ. ხოლო სლოგანით Call Us Crazy ცდილობენ, საზოგადოებაში სიგიჟის ცნება პოზიტიურ ძალად გარდაქმნან. ამ იარლიყს კი იმიტომ ითვისებენ, რომ ძალიან სწამთ საკუთარი მიზნების — წარმოიდგენენ სამყაროს, რომელშიც მენტალურ ჯანმრთელობაზე ზუსტად ისე ზრუნავენ, როგორც ფიზიკურ კეთილდღეობაზე, რომლის მომავალიც თვითმკვლელობისკენ სწრაფვისგან დაცლილია… დანარჩენი კი თავად შეაფასეთ: