ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც საზოგადოების აზრი, თითქმის ყველა საკითხზე, ორად იყოფა: Apple-ის ფანები Android-ის წინააღმდეგ, Star Wars-ის მოყვარულები Star Trek-ის წინააღმდეგ… ადამიანები იმაზეც კი დავობენ, რა ტიპის ყავის დალევა ჯობია. ამ გარემოებაზე დაყრდნობით, ყავის მწარმოებელმა კომპანიამ Popradská, საკუთარი რეკლამის წარმოების ნაცვლად, საზოგადოებაში ტოლერანტობის გაძლიერებაზე წამოიწყო კამპანია.












