in

თბილისის ყავის ქარხანა საერთაშორისო კონკურსის ფინალშია – საუკეთესოს გამოსავლენად ხმის მიცემა გრძელდება

DCIM100MEDIADJI_0001.JPG

თბილისის ახალაშენებული ყავის ქარხანა ArchDaily & Strelka Award-ის ფინალშია. ArchDaily ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, არქიტექტორთა და დიზაინერთა ერთგვარი კომუნა. სწორედ ისინი ატარებენ კონკურსს, რომლის ე.წ. შორტ ლისტიც უკვე გამოქვეყნდა – თბილისის ყავის ქარხნის პროექტი ახალგაზრდა დიზაინერების მიერ შექმნილ 15 საუკეთესო, ინოვაციური და ევროპული სტანდარტის ნაგებობას შორის მოხვდა. გამარჯვებულს 15 აგვისტოს გამოავლენენ, მანამდე კი ხმის მიცემა გრძელდება.

საუკეთესო ნამუშევრებს შორის მოხვდა სხვადასხვა დანიშნულების შენობები ლიეტუვადან, სომხეთიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან და ბელარუსიდან.

თბილისის ყავის ქარხნის პროექტის ავტორი არქიტექტორი გიორგი ხმალაძეა. ეს იქნება ყავის საწარმო, ადმინისტრაციის ოფისი და სადეგუსტაციო ცენტრი ვიზიტორებისთვის.

ქარხნის მშენებლობა, თბილისში, 2017 წელს დაიწყო. კომპანიის დირექტორმა თორნიკე ჭელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ქარხანაში წარმოებული ყავა „მეამას“ ბრენდით გაიყიდება. მისივე თქმით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 25 მლნ ლარია.

 

 

Credits:

Architects: Khmaladze Architects

Location: Tiblissi, Georgia

Category: Other Structures

Architect in Charge: Giorgi Khmaladze

Design Team: Tinatin Sherazadishvili, Ana Khutsishvili, Maia Baghishvili – Goshadze

Area: 16960.0 m2

Project Year: 2019

Photographs: Giorgi khmaladze

Photos: www.archdaily.com

Engineering: Capiteli, Kubikon, Casa Calda

მთვარეზე, შესაძლოა, სიცოცხლე გაჩნდა

რაზე გვიამბობენ მოლაპარაკე ტატუები? – Lynx-ის რეკლამა