in

ყავის სარგებლიანობა მისი მიღების დროზეა დამოკიდებული — კვლევა

ყავის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე მეცნიერები დიდი ხანია საუბრობენ, თუმცა უახლესი კვლევა სულ სხვა პერსპექტივიდან გვაჩვენებს ამ საკითხს. გვეუბნება, რომ ყავის სარგებელი დიდწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როდის დავლევთ მას. ამგვარად, თუ ყავის დილით დალევა გიყვართ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს — დილით ყავის მიღება გულის დაავადებების რისკებსა და მასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობის შემთხვევებს ამცირებს. 

M2
M2

ამის გასაგებად ტულანის უნივერსიტეტის ჯგუფმა 40 725 ზრდასრული ადამიანის ყავის მიღების ჩვევები შეისწავლა, რომელთა შორისაც 1 463-მა კვების რაციონის უფრო ყოვლისმომცველი კითხვარი შეავსო. თითქმის 10-წლიანი დაკვირვების მანძილზე, დილით ყავის მოყვარულთა სიკვდილიანობის ალბათობა ნებისმიერი მიზეზით თითქმის 16%-ით ნაკლები იყო, ხოლო გულის დაავადებებით გარდაცვალების ფაქტები 31%-ით ნაკლები იმ ადამიანებთან შედარებით, რომლებიც საერთოდ არ იღებდნენ ყავას. მიუხედავად ამისა, სტატისტიკა არ ასახავს რისკების შემცირების მაჩვენებელს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყავას დღის მანძილზე იღებენ. 

ეს პირველი კვლევაა, რომელიც ყავის დალევის დროსა და ჯანმრთელობაზე გავლენას შეისწავლის. ჩვენი მიგნებები აჩვენებს, რომ ეს უბრალოდ იმას კი არ ეხება, რამდენ ყავას დალევთ, არამედ იმას, თუ დღის რომელ მონაკვეთში მიირთმევთ მას. ჩვენ ჩვეულებრივ არ ვაძლევთ ადამიანებს რჩევებს, როდის მიიღონ ყავა, მაგრამ, ალბათ, დროა, მომავალში ამაზეც დავფიქრდეთ, — აცხადებს ლუ ქი, ეპიდემიოლოგი. 

საინტერესოა, რომ კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ისეთი ფაქტორებიც განიხილეს, რომლებიც პოტენციურად გულის ჯანმრთელობასა და სიკვდილიანობაზე ზემოქმედებს, მათ შორის ასაკი, სქესი, ფიზიკური დატვირთვა და ძილის რეჟიმიც იყო. თუმცა ბევრი რამ დარჩათ ისეთი, რისი ჩართვაც კვლევაში ვერ მოახერხეს, მათ შორის გენეტიკასაც ვხვდებით…

შესაძლო ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ, შესაძლოა, ყავის მოხმარებამ შუადღეს ან საღამოს ცირკადული რიტმი და ჰორმონის დონეები, მაგალითად მელატონინი, დაარღვიოს. ამის საპასუხოდ ვიღებთ ცვლილებებს გულ-სისხლძარღვთა რისკ-ფაქტორებში, იქნება ეს ანთება თუ არტერიული წნევა, — განმარტავენ მეცნიერები.

როგორც უკვე გითხარით, უამრავი კვლევა არსებობს ყავის მოხმარების შედეგებზე, ზოგიერთი ამბობს, რომ გულის შეტევებისგან გვიცავს, ზოგიც სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდაზე საუბრობს, ზოგიც კიბოს კონკრეტული ტიპების რეციდივის რისკებზე… ფაქტი კი ის არის, რომ ყავა ასობით განსხვავებულ ნივთიერებას შეიცავს, რომელთაც მეცნიერები დღემდე შეისწავლიან — კიდევ უფრო მეტი კვლევა იქნება საჭირო ჩვენი მიგნებების სხვა პოპულაციაზე გამოსაცდელად და გვჭირდება კლინიკური ცდები, რათა ყავის მიღების დროის ცვლილების პოტენციური გავლენა შევისწავლოთ ადამიანებზე.

როგორ წარმოვაჩინოთ გუნდის შრომა სათანადოდ?

NASA-მ მარსისთვის ახალი ბორბალი გამოიგონა!