20
May
2019

„გავრისკეთ, CoffeShop Company შემოვიყვანეთ და უკვე 1 წლის ვართ!“

20 May 2019

Coffeeshop Company Georgia-ს სახელწოდების გაგებაზე, ბევრ ჩვენგანს, შესაძლოა, ჰოლანდიური, კანაბისიანი ნამცხვრების CoffeeShop-ები გაახსენდეს… თუმცა გეტყვით, რომ CoffeeShop Company ავსტრიაში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან არსებობს და დღემდე, მსოფლიოს მასშტაბით, 300-მდე ლიცენზირებული ფრენჩაიზი აქვს, მათ შორის, საქართველოშიც… რაც შეიძლება, CoffeeShop Company-ს ჰოლანდიურ კაფეებთან საერთო ჰქონდეს, როგორც მისი ავსტრიელი დამფუძნებელი იტყოდა: „ღიმილია, რომელიც „კოფი შოფში“ მოსულ თითოეულ სტუმარს აერთიანებს“.

200-მდე სტუმარი, გათამაშების 20 საჩუქარი, ამდენივე გამარჯვებული და მათ შორის, ყველაზე ბედნიერი –  პარიზში, Maroon 5-ის კონცერტის 2 ბილეთის მფლობელი. Coffeeshop Company Georgia 1 წლისაა და რადიო NRJ-ის ორგანიზებით, საკუთარი იუბილე, ერთგულ მომხმარებლებსა და ბრენდის დამფუძნებლებთან ერთად აღნიშნა.

„კოფი შოფის“ სტუმრებს ისეთივე მრავალფეროვანი აუდიტორია წარმოადგენდა, როგორიც თავად ბრენდია: მეგობრული, მხიარული, ამასთანავე, საქმიანი და გლამურული. როგორც Coffeeshop Company Georgia-ს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი, სოფიო ყანჩაველი გვიხსნის, 1 წლის განმავლობაში, ბრენდს საკუთარ აუდიტორიაზე წარმოდგენა გაუმყარდა და ახლა დარწმუნებით ამბობენ, რომ: „კოფი შოფი“, აბსოლუტურად, ყველა სეგმენტს ერგება“.

Coffeeshop Company Georgia-ში შეგიძლიათ, ზუსტად ის და იმ გემოვნური თვისებების მქონე კერძები თუ სასმელები დააგემოვნოთ, როგორსაც, მაგალითად, ვენაში, Wörthersee-ში გასინჯავდით. რადგან, როგორც უკვე ჩვენთვის თავიდანვე ცნობილი იყო, მენიუ ავსტრიიდან ჩამოდის – სპეციფიკური ინგრედიენტები, ყავა თუ ჩაი და სპეციალურად გადამზადებული პერსონალიც ზუსტად ისეთივე რეცეპტითა და ტექნოლოგიით ამზადებს კერძებს, როგორიც ავსტრიაში მზადდება.

სოფიო ყანჩაველი აღნიშნავს, რომ Coffeeshop Company Georgia-ს სხვადასხვა სტუმრისთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს და ესაა სივრცე: მეგობრებთან თუ საქმიანი შეხვედრებისთვის, ასევე, სამუშაოდ. ზოგისთვის ბრენდი შეიძლება ავსტრიულ-ევროპული სამზარეულოს დაგემოვნებისთვის, ზოგისთვის კი, ცოცხალი კლასიკური, ხანაც თანამედროვე მუსიკის მოსმენის ადგილი იყოს. რაც შეეხება ბავშვებს: „ბავშვებისთვის არაჩვეულებრივი შეიკები გვაქვს“, – ამბობს სოფიო.

Coffeeshop Company-ს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა კონცეფცია აქვს და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კაფეს ლაუნჯიც დაამატეს, ბრენდის ავსტრიული წარმომავლობის შესანარჩუნებლად, აქვე, ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმის კუთხე მოაწყვეს – მუზეუმის ექსპონატების ასლებით.

ჩვენს კითხვაზე, რა იყო ის მთავარი გამოწვევა, რომელსაც ბრენდის ქართველი წარმომადგენლები, 1 წლის განმავლობაში, გაუმკლავდნენ – სოფიო ყანჩაველი გვპასუხობს:

საერთოდ, საქართველოში რომ CoffeShop Company-ს ფრენჩაიზით შემოყვანა გადავწყვიტეთ, ეგ იყო ყველაზე მთავარი გამოწვევა და უდიდესი რისკი ჩვენგან. თან ვალდებულება გვაქვს, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, 8 „კოფი შოფი“ მაინც უნდა გავხსნათ. ისე გაამართლა, რომ ძალიან დიდი სიამოვნებით ვაგრძელებთ მუშაობას და ვფიქრობთ, საწყის ეტაპზე უბნების მიხედვით გავანაწილოთ ჩვენი კაფეები, შემდეგ კი, აუცილებლად, რეგიონებიც მოვიცვათ იმისთვის, რომ ჩვენთან მოსვლის შესაძლებლობა ყველას ჰქონდეს, – სოფიო ყანჩაველი.

ბოლოსთვის ისევ დამფუძნებლის სიტყვებს გავიმეორებთ, რომელიც საიუბილეო ტორტის გაჭრის წინ გაუმხილა აუდიტორიას: „რა არის განსაკუთრებული СoffeeShop-ში? – ღიმილი, რომელიც ჩვენთან მოსულ თითოეულ სტუმარს აერთიანებს“.

[R]

განხილვა