13
Mar
2018

ყავის ახალი ნაირსახეობა Specialty Coffee რესტორან “მარჯანიშვილის 8”-ში!

13 Mar 2018

მარაკუია, შავი შოკოლადი, ტყის თხილი, მარწყვის ჯემი, ვაშლის ჩირი – ეს იმ მრავალფეროვანი არომატების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც Specialty Coffee გამოირჩევა. „რედიქს ჯგუფის“ ტურიზმის მიმართულებამ გადაწყვიტა ხელი შეუწყოს ყავის კულტურის უახლესი ტენდენციების პოპულარიზაციას საქართველოში. ლონდონის წამყვან სახალავ სახლთან, Catalyst Roasters – თან თანამშრომლობით,  „რედიქს ჯგუფი“ თავის ახალ რესტორანში Marjanishvili 8 ყავის მოყვარულებს ექსკლუზიურად სთავაზობს ყავას, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, საფირმო მარცვლებიც კაკაოს ინდუსტრიით ცნობილ იმგვარ ქვეყნებშია მოყვანილი, როგორებიცაა: რუანდა, ჰონდურასი და გვატემალა, ხოლო იდეალური მიკროკლიმატისა და ნიადაგის ზონაში მოყვანილი უნიკალური არომატის მქონე ყავის მარცვლები რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს გადის მოხალვიდან და დაფქვიდან მოხარშვამდე, რათა ყავის მოყვარულებმა სრულად აღიქვან ახალი საფირმო გემო და არომატი.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ამასთან, რედიქსის აზრით, უმაღლესი ხარისხის ყავის მოსამზადლებად მხოლოდ შესაფერისი ხარისხის მარცვლები არაა საკმარისი, რის გამოც „რედიქს ჯგუფი“ თავის სასტუმროებსა და რესტორნებში იყენებს ყავის იტალიურ აპარატს Black Eagle, რომელსაც თავისი შესაძლებლობებით Rolls Royce-ს ადარებენ.

„რედიქს ჯგუფის“ განცხადებით, კომპანიისთვის პრიორიტეტულია ტურისტული მომსახურების დონე, რის ერთ-ერთ წინაპირობადაც, გარდა ყავისა, თავის რესტორნებისა და სასტუმროთა  ქსელში არსებულ ქართულ-ევროპულ სამზარეულოს მიიჩნევს.

სულ მალე, ყავის მოყვარულებს უმაღლესი ხარისხის Specialty Coffee-ის დაგემოვნება „მარჯანიშვილის 8“-სთან ერთად, „ტაბიძე 1“-ში, ვაჟა ფშაველას 71-ში, სასტუმროებში „კაბადონსა“ და „ლე პორტში“ შეეძლებათ.

[R]

განხილვა