ავსტრიული კომპანია Coffeeshop Company უკვე 5 წელია საქართველოში ოპერირებს. მისი პირველი კაფე ვაკეში, მოსაშვილის 11 ნომერში მდებარეობს. ახლა მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, ახალი ლოკაციითაც ისარგებლოს, რადგან კომპანიამ მეორე ფილიალი გახსნა მარჯანიშვილის 5-ში, ზუსტად მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს.
კაფეში შეგიძლიათ დააგემოვნოთ 20-მდე სახეობის, 100%-ით ნატურალური ყავა და ჩაი, რომელიც ავსტრიიდან შემოდის. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, კოფიშოპი არის კაფე-რესტორანი, რომელიც არა მხოლოდ ყავასა და ჩაის სთავაზობს მომხმარებელს, არამედ ყველა სახის გემრიელი საკვებითაც ანებივრებს (საუზმე, ლანჩი, ბრანჩი, სადილი თუ ვახშამი თავისი დესერტით).
ვაკის ფილიალის მსგავსად, ახალ კაფესაც აქვს გარე სივრცე, სადაც თავისუფლად მოთავსება და ფინჯან ყავასთან ან ჩაისთან საუბარია შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ Coffeeshop Company მსოფლიოს მასშტაბით 250 ფილიალითაა წარმოდგენილი. საქართველოში ის შემოსულია, როგორც ფრანშიზა, ამიტომ მხოლოდ ორ ფილიალზე გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ კიდევ რამდენიმეს დამატება იგეგმება.
[R]