in

თბილისში ავსტრიული Coffeeshop Company გაიხსნა

ავსტრიული Coffeeshop Company თბილისში ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, საქართველოში ბრენდი ფრენჩაიზის ლიცენზიით შემოვიდა და შესაბამისად, ყავის რესტორნის ქსელის გახსნა მთელი ქვეყნის მასშტაბით იგეგმება.

Coffeeshop Company-ის არაოფიციალური პრეზენტაცია 23 ივნისს გაიმართა. Grand Opening-ის წვეულება კი სექტემბერშია დაგეგმილი. კონკრეტულად რას სთავაზობს მომხმარებლებს, როგორი კონკურენციაა ბაზარზე, რით გამოირჩევა და როგორ აპირებს ავსტრიული ბრენდი ქართულ ბაზარზე დამკვიდრებას?! ამ და სხვა საკითხებზე Coffeeshop Company-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა სოფიო ყანჩაველმა ისაუბრა:

 „Coffeeshop Company” ავსტრიული, საერთაშორისო ბრენდია. ძალიან პოპულარულია ევროპასა და აზიაში. დღესდღეობით 300-მდე ფილიალია და ჰყავს  თავისი ერთგული მომხმარებლები, მსოფლიოს მასშტაბით. გვქონდა იდეა, ეს კომპანია საქართველოში შემოგვეყვანა. მათთვისაც საინტერესო აღმოჩნდა ადგილობრივი ბაზარი და საბოლოოდ, თანამშრომლობა შედგა – გვაქვს ფრენჩაიზის ლიცენზია, სწორედ ჩვენი კომპანია წარმოადგენს Coffeeshop Company-ს საქართველოში“.

რას სთავაზობს Coffeeshop Company მომხმარებლებს?

დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მხოლოდ ყავის ბარი. Coffeeshop Company მომხმარებელს ცივი და ცხელი ყავის სხვადასხვა სახეობას (Regular Blend, Intense Blend, Strong Blend), „სმუსებს“ (Tropical Dream, Peach&Berry, Berry Love), „შეიქს“ (Oreo Shake, Brownie Shake, Snickers Shake,) ცხელ და ცივ ჩაისა თუ შოკოლადს სთავაზობს. გარდა ამისა, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დააგემობნონ ევროპული კერძები: შნიცელი, გორდონ ბლუ, პიცები, ჩაბატა და ბეიგლები. ასევე, მიირთვან დესერტები: ტირამისუ, ბრაუნი, ცხელი შოკოლადის ნამცხვარი და უამრავი სხვა სახის უგემრიელესი ტკბილეული. მენიუ ავსტრიიდან ჩამოგვდის,  სპეციფიური ინგრედიენტები, ყავა თუ ჩაი, ყველაფერი სათაოდან ჩამოგვდის და ზუსტად ისეთივე რეცეპტით და ტენქოლოგიით მზადდება, როგორც ავსტრიაში. გარდა ამისა,  სპეციალურად გადავამზადეთ პერსონალი, სამზარეულოს თანამშრომლებიდან დაწყებული, ბარისტებით დამთავრებული. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შიგნით გვაქვს განთავსებული „ლაუნჯიც“. სხვათა შორის, ეს მხოლოდ ქართულ Coffeeshop Company-შია. იმის გარდა, რომ საერთო ხაზი შევინარჩუნეთ, დავამატეთ ისეთი დეტალები, რომ ობიექტი მაქსიმალურად ადაპტირებული ყოფილიყო ქართული ბაზრისთვის და მოგვერგო ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნებისთვის.

როგორია ბრენდის პოზიციონირება, ვისთვის არის Coffeeshop Company?

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს იყოს ადგილი მხოლოდ ყავის მოყვარულთათვის. სწორედ ამიტომ მოვარგეთ კონცეფცია სხვადასხვა ტიპის მომხმარებლის მოთხოვნებს. ჩვენთან შესაძლებელია ბიზნეს ლანჩის, სადილის მოწყობა, მეგობრებთან შეხვედრა, დროის სასიამოვნოდ გატარება. ასევე, გვაქვს სამუშაო სივრცე, ყველა საჭირო პირობით. ჩვენ უკვე გვქონდა არაოფიციალური გახსნა, მომხმარებლებს წარვუდგინეთ ბრენდი. ყველას შეეძლო ამ საღამოზე დასწრება. მოდიოდნენ ისინი, ვინც წინასწარ იცოდა გახსნის შესახებ ფეისბუქ გვერდის საშუალებით და ასევე, შემთხვევითი გამვლელები. ძალიან მოეწონათ ჩვენთან, მოგვცეს რეკომენდაციებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ობიექტი ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებზე ადაპტირებული. მათთან კომუნიკაცია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდი კონკურენციაა . . .

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენთან ყველაფერი ავსტრიული რეცეპტებითა მზადდება. ავსტრიიდან ჩამოვიტანეთ  სამზარეულოს აღჭურვილობა მთლიანად,(ყავის აპარატებიც რომელიც დამზადებულია მონაკოში).  ასეთი დანადგარები ნამდვილად არსად არ არის საქართველოში. ასევე ჭურჭელი, რომელიც გრავირებულია და ამ ქსელის მსოფლიოს სხვა რესტორნების იდენტურია. სპეციალურად გადავამზადეთ კულინარები, ამისთვის ავსტრიიდან ექსპერტები გვყავდა ჩამოყვანილი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან უმაღლეს დონეზეა კერძის გაფორმებისა და მომხმარებლისთვის მიწოდების  კულტურა. თითოეული შეკვეთა სპეციალურად გაფორმებული მოდის. ჩაი რომ მოაქვთ მოჰყვება ქვიშის საათი, რომელიც გიჩვენებს რა დონეზე უნდა გააჩერო ფერი, შენთვის სასურველი ნაყენი რომ მიიღო,ასევე ცივი ჩაი, რომელსაც შენს გემოზე აყენებ და ისე მიირთმევ და ა.შ. ჩვენთან იყიდება მარცვლის ყავა, წონით. მაგალითად. Jamaica Blue Mountain Coffee – Bob Marley-ს საყვარელი ყავა, რომელიც ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მოდის. Peru, Nicaragua და Thailand. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, Coffeeshop Company -ს კონკურენტებისგან გამოარჩევს. გარდა ამისა, „ლაუნჯში“ Kunst Historisches museum Vienna-ს კუთხეა განთავსებული, სადაც  მუზეუმის ექსპონატების ასლებს იხილავთ. მინდა აღვნიშნო, რომ ამ მუზეუმთან ოფიციალურად ვთანამშრომლობთ. ასევე,  გვაქვს პიანინო, რომელსაც მაგიდის ფორმა აქვს და შესაძლებელია კომფორტულად მოთავსება. ვაპირებთ, ცოცხალი მუსიკის საღამოები, სხვადასხვა ღონისძიებები მოვაწყოთ და სტუმრებს კიდევ უფრო სასიამოვნო გარემო შევუქმნათ. გვაქვს ვერანდაც და შესაბამისად, ჩვენთან ნებადართულია მოწევა. ასე იქნება ზამთარშიც, გამათბობლებით შევინარჩუნებთ მაღალ ტემპერატურას. კერძების, დესერტების, ყავის, ჩაისა და სხვა პროდუქტების გარდა, Coffee Shop იმითაც გამოირჩევა, რომ ერთ სივრცეში ადაპტირებულია ღია ვერანდა, „ლაუნჯი“, სამუშაო სივრცე და ა.შ. ეს რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი „ბენეფიტია“ ჩვენი მომხმარებლებისათვის.

რაზეც თქვენ საუბრობთ, ამ სტანდარტებით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ Coffeeshop Company მაღალი შემოსავლის მქონდე სეგმენტისთვის არის?

ზოგადად, მთელს მსოფლიოში  Coffeeshop-ი ყველა საფეხურის სეგმენტზეა გათვლილი, შესაბამისად Coffeeshop Company Georgia-შიც ყველა სახის მომხმარებელს შეეძლება ჩვენთან მოსვლა და ჩვენი გემრიელი პროდუქტის დაგემოვნება.  მაგალითისთვის რომ გითხრათ, ჩვენთან ყავის ფასი  5.5 ლარიდან იწყება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ Coffeeshop Company ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში  საერთაშორისო ბრენდი, ყავის სარესტორნო ქსელი შემოდის. ის გაცილებით პოპულურულია. როგორ აპირებს, ქართულ ბაზარზე ნაკლებად ცნობილი  Coffeeshop Company თავის დამკვიდრებას?

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ Coffeeshop Company-ს უკვე ძალიან დიდი ხანია, თავისი ერთგული მომხმარებელი ჰყავს. ასეა მსოფლიოში და ჩვენი ობიექტისადმი ამ მცირე დროში გამოჩენილი ინტერესისა და მომხმარებლების სიმრავლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ასე იქნება საქართველოშიც. ასევე გვაქვს Take Away სერვისი, ვმუშაობთ  დილის 9-ის ნახევრიდან ღამის 2 საათამდე, მომხმარებლისთვის მორგებულ დროებში. ამიტომ, ვთვლი, რომ Coffee Shop შეძლებს ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავებას და თავის დამკვიდრებას.

რაც შეეხება Coffeeshop Company-ის სამომავლო გეგმებს . . .

როგორც გითხარით, Coffeeshop Company-ისგან ფრენჩაიზის ლიცენზია გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა ქვეყნის მასშტაბით რესტორნების ქსელი შევქმნათ. პირველ რიგში, თბილისში ვაპირებთ ფილიალების გახსნას. თანაც, სხვადასხვა უბანში და ეს არ იქნება ერთი და ორი ობიექტი. ასევე, ვგეგმავთ რეგიონების ათვისებას. რა თქმა უნდა, პროდუქტისა და მომსახურების სტანდარტი იქნება ყველგან იდენტურად მაღალი. მანამდე, სექტემბრის მეორე ნახევარში ჩვენი პირველი ფილიალის ოფიციალურ გახსნას მოვაწყობთ. ძალიან საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ. გვინდა, სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს ოფიციალურად წარვუდგინოთ ბრენდი. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის, ავსტრიიდან  Coffeeshop Company-ის ხელმძღვანელობა ჩამოვა. Coffeeshop Company საუკეთესო ბრენდად ითვლება. ავსტრიაში უკვე ისიც კარგად იციან, რომ კომპანია თბილისში შემოვიდა და პირველი რესტორანიც გაიხსნა. ვფიქრობთ, ავსტრიიდან კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში,  გვსურს, ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაში Coffeeshop Company-მ თავისი წვლილი შეიტანოს.

[R]

Yandex.Taxi მომხმარებელს, ბავშვის მგზავრობისათვის, სპეციალურ პირობას სთავაზობს

თქვენ სად უყურებთ მსოფლიო ჩემპიონატს? – “დელუქს დეველოპმენტის” ვიდეორგოლი