11
დეკ
2015

კავკასუს ონლაინი მთელ ქალაქს სათამაშოდ იწვევს! – #COgame

11 დეკ 2015

თუ თბილისში ცხოვრობთ და ქალაქში ფეხით დასეირნობთ, აუცილებლად შეამჩნევდით კავკასუს ონლაინის მოხატულ საკომუნიკაციო ჭებს. ნახატები მრავალფეროვანი და სახალისოა, თუმცა კამპანია ამით არ დასრულებულა.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

co-grafiti

რამდენიმე დღის წინ კავკასუსმა მთელი ქალაქი საინტერესო თამაშში გამოიწვია! Co-nnect – სწორედ ასე ქვია პროექტს, რომლის ანალოგიც საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მარკეტერი თამაშის შესახებ პროექტის ავტორებს ესაუბრა:

M: რას არის თამაში Co-nnect?

თამაშის წესები მარტივია:  მოთამაშემ, თავის სმარტფონზე, უნდა გადმოწეროს თამაშის აპლიკაცია, სადაც ჩამოთვლილია ნომრები. მან ყველაზე სწრაფად უნდა იპოვოს ამ ნომრებით დანომრილი კავკასუს ონლაინის საკომუნიკაციო ჭები და დაჩექინდეს ყველა ლოკაციაზე. ის ვინც პირველი მოძებნის ყველა წერტილს, ხდება იმ კონკრეტული ტურის გამარჯვებული.

co-game

M: სულ რამდენი ტურია და რა არის თამაშის მთავარი სირთულე?

თამაშის ფარგლებში ჩატარდება 6 ტური, თითოეულ მათგანს ეყოლება ერთი გამარჯვებული, ვინც მიიღებს საჩუქარს. მოთამაშისთვის რეალურად მთავარი სირთულე შეიძლება იყოს გამძლეობა და რათქმაუნდა სისწრაფე. ჩვენ მაქსიმალურად ვეხმარებით მოთამაშეებს და ვაძლევთ მინიშნებებს, ჩვენი Facebook გვერდიდან. ყოველი ტურის დაწყებისთანავე, აპლიკაციის რუკაში გახსნილია გარკვეული რაოდენობის ლოკაციები, ანუ ამ ადგილებზე დაჩექინება უბრალოდ სისწრაფეზეა დამოკიდებული. დანარჩენ ყველა ლოკაციაზე ჩვენ ვაძლევთ მინიშნებებს.

cogame-2

M: რას იგებს გამარჯვებული?

ყველა ტურში არის დაწესებული განსხვავებული საჩუქარი. მაგალითად, პირველი ტურის გამარჯვებულმა, Macbook Air მოიგო. მეორე ტურში კი Amazon-ის 1000$-იანი სასაჩუქრე ბარათი გათამაშდა. მიმდინარე ტურის ყველაზე სწრაფი მოთამაშე სპორტული მაღაზია Xtreme-ის 2500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს. მეოთხე და მეხუთე ტურში დარჩა გასათამაშებელი iPhone 6s და NIKON-ის ფოტოაპარატი, ხოლო მეექვსე ტურის საჩუქარი იქნება განსაკუთრებული. ბოლო ტურის თემატიკა და ვიზუალი დიდი სიურპრიზი იქნება თამაშის ყველა მონაწილისთვის, შესაბამისად საჩუქარიც იქნება გამორჩეული. თამაშზე დეტალური ინფორმაციისთვის:

iOS – https://goo.gl/0vs0bB
Google Play – https://goo.gl/38ENu8

თამაშის წესები – https://goo.gl/orgx0G

www.facebook.com/CaucasusOnline.ge

განხილვა