in

Cognixion ONE-ის ახალი მოწყობილობა, რომელიც აზრებს სიტყვებად გარდაქმნის

ის კომუნიკაციის რთული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი

ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისი (BCI) არსებითად საკომუნიკაციო მოწყობილობებს წარმოადგენს, რომლებიც ტვინის სიგნალებს იღებს და შემდეგ ელექტროსიგნალებად გარდაქმნის. სწორედ გარდაქმნილი სიგნალები გამოიყენება სანავიგაციო სისტემის გასაკონტროლებლად.

თავდაპირველად BCI ერთგვარ დამხმარე საშუალებების ფუნქციას ითავსებდა. ის კომუნიკაციის რთული დარღვევების მქონე ადამიანების დასახმარებლად გამოიყენებოდა, როგორიცაა კუნთოვანი დისტროფია და ცერემბლარული დამბლა. თუმცა BCI ტექნოლოგიურ მიღწევებთან ერთად განვითარდა და შეიძინა გაფართოებული რეალობისა (AR) და რობოტული კონტროლის ფუნქცია. ამ ეტაპისთვის კი Cognixion ONE ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისის უახლეს ინოვაციას წარმოადგენს. AR შესაძლებლობების გამოყენებით, მოწყობილობა მომხმარებლებს დაეხმარება, საკუთარი აზრები გადმოსცენ – ის ფიქრებს სიტყვებად გარდაქმნის.

კომუნიკაციის რთული პრობლემების მქონე ადამიანებისთვის განკუთვნილი Cognixion ONE ნევროლოგებისა და ბიოსიგნალის ინჟინრების მიერაა შექმნილი, რომლებიც მეტყველების პათოლოგებთან, შესაბამის პედაგოგებთან და პროფესიონალთა დიდ ჯგუფთან თანამშრომლობდნენ. ის სრულად უკაბელო, მოძრავი მოწყობილობაა, რომელიც არა მხოლოდ თავისუფლად მოძრაობაში, არამედ მთელი სამყაროს თავისუფლად გადაადგილებაში გეხმარებათ.

Cognixion ONE იყენებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ასისტენტს, სახლის ავტომატური კონტროლისთვის. მას ასევე აქვს “პროგნოზული კლავიატურა”, რადიალური წინადადებების შემქმნელი ხელსაწყოები.

როგორ ჟღერს წითელი პლანეტა? – NASA “პერსევერანსის” აუდიოჩანაწერს გვიზიარებს

5 უმთავრესი რამ, რაც დისტანციურ მუშაობაზე ვისწავლეთ