in

Coinbase სტატუს-კვოს მუსიკალური რეკლამით უპირისპირდება

დანგრეული სახლები, საკვების ფასები, ხელფასების სტაგნაცია, სამსახურიდან გათავისუფლება, არახელმისაწვდომი საცხოვრებელი ხარჯები… გაერთიანებულ სამეფოში არსებულ სავალალო სურათს აღწერს, რომელიც Coinbase-ის რეკლამაში კიდევ უფრო ხილული ხდება. თუმცა აქ პრობლემებზე კი არ ლაპარაკობენ, პირიქით, ყველაფერი კარგად არისო, მღერიან, თუ ფონად არსებულ ნაგვით სავსე ქუჩებს, ვირთხებს, გახეთქილ მილს და უამრავ სხვა პრობლემას არ ჩავთვლით. 

M2

დავადგინეთ, რომ ნამდვილი პრობლემა ადამიანების ცხოვრებაში მხოლოდ ერთი რამ კი არ არის, არამედ კოლექტიური დანებების სურვილია. ჩვეულებრივ ვიღებთ იმას, თუ როგორ მუშაობს ან არ მუშაობს რაღაცები — ეს სტატუს-კვოს მიღების ინერციაა. ჩვენი მიზანი Everything Is Fine-ის შემთხვევაში ამის გამეორება კი არა, იმის შეთავაზებაა, რომ სხვა ალტერნატივაც შეიძლება არსებობდეს, — განმარტავს ტომი ბენდერი, Mother London-იდან, სააგენტოდან, რომელმაც Coinbase-ის რეკლამაზე იმუშავა. 

ამგვარად, გამოსავალს Coinbase თეატრალური დადგმითა და მუსიკალური შესრულების ფინანსური სისტემის სტატუს-კვოს გამოწვევაში ხედავს. სურთ, მომხმარებლებმა დასვან კითხვები: არსებულ ფინანსურ სისტემას აქვს ალტერნატივები?! შესაძლოა თუ არა კრიპტომ მისცეს ჩვეულებრივ ადამიანებს მეტი ვარიანტი და კონტროლი?! 

WhatsApp სკამერებისგან ახალი ფუნქციებით დაგვიცავს

საშიში ექსპერიმენტები Columbia-ს ახალ კამპანიაში