in

CoinLore – “პირველი პლატფორმა, რომელიც მთელ კრიპტო სამყაროს ერთ სივრცეში აერთიანებს“

CoinLore არის პირველი და ამ მომენტისთვის, ერთადერთი პლატფორმა, რომელიც ერთ სივრცეში მთელ კრიპტო სამყაროს აერთიანებს (სიღრმისეული ანალიზი და ყველა საჭირო ინფორმაცია – ფასები, ფასის ანალიზი თვეების მიხედვით, სოციალურ სტატისტიკა, ტექნიკური ანალიზი და ა.შ.)“, – ასე წარსდგა ახალი კრიპტო პლატფორმა აუდიტორიის წინაშე.

წარმომადგენლების თქმით, პლატფორმაზე მომხმარებელს საშუალება აქვს, თვალი ადევნოს და გაიცნოს 5586 კრიპტოვალუტა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მონაცემები მუდმივად იცვლება, რადგან მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია და ეს ყველაფერი ზუსტად აისახება პლატფორმაზე.

ყველა საინტერესო ვალუტა, ყველა მნიშვნელოვანი სტატია, განცხადება თუ „ივენთი“ – ჩვენი მომხმარებლები არიან პირველები, ვინც გებულობენ საიმედო ინფორმაციას და იღებენ დროულ გადაწყვეტილებებს, მაქსიმალური სარგებლის მისაღებად“.

როგორ და რისთვის გადაწყვიტეთ ამ ვებგვერდის შექმნა? 

სხვა არსებული პლატფორმები არ იძლევა სრულ სურათს ამა თუ იმ კრიპტო პროექტის შესახებ. გარდა ფასისა და გრაფიკისა, არის უამრავი სხვა საჭირო ინფორმაცია, რომელიც სათითაოდ უნდა მოგეძებნა და გადაგემოწმებინა. მაგალითისთვის ახალი კრიპტოვალუტის შესახებ გინდა მოიძიო ინფორმაცია. აქ გარდა ფასისა, მნიშვნელოვანია როდის შეიქმნა, რა დანიშნულება აქვს, რამდენი ადამიანი არის დაინტერესებული, მიმდინარეობს თუ არა აქტიური დეველოპმენტი, გამოიყენება თუ არა ბლოკჩეინი, რამდენი ტრანზაქცია ხდება, როგორ არის განაწილებული კოინები (ტოკენები), უჭირავს 99% ერთ მფლობელს თუ განაწილებულია ისინი და ა.შ.

კოინების განაწილება ბიტკოინი

ოფიციალური განცხადებების წაკითხვა, ყურება, დაგეგმილი ღონისძიებების ნახვა, მომგებიანობის და არასტაბილურობის შეფასება, თვეების მიხედვით.

მოკლედ, უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის მიღება, რომელიც აქამდე ან შეუძლებელი, ანდაც დროის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული, ახლა ერთ სივრცეშია განთავსებული. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი – შეგვექმნა ერთიანი სივრცე, სადაც ყველა საჭირო მონაცემები იქნებოდა თავმოყრილი.

რომელ წყაროზე დაყრდნობით აისახება კრიპტოვალუტის ფასები თქვენს პლატფორმაზე? 

ჩვენს პლატფორმას თავად აქვს დამოუკიდებელი ფასთა დათვლის სისტემა – ყოველწუთიერად ხდება 21 ათასზე მეტი აქტიური ბაზრიდან და 300 ზე მეტი ბირჟიდან სავაჭრო მონაცემების მიღება, შემდეგ ამ მონაცემებიდან ხდება ფასის კალკულაცია. შესაბამისად, ჩვენი პლატფორმა თვითონ არის წყარო რომ ფასები, მოცულობა, მარკეტ კეპი, ბირჟები და სხვა სტატისტიკური ინფორმაცია მიაწოდოს დაინტერესებულ ვებგვერდებს,პლატფორმებს და .შ. ამ დროისთვის, 20 მილიონზე მეტი მოთხოვნა გვაქვს ჩვენს API ზე, ყოველდღიურად.

რატომ არის თქვენი პლატფორმა აუცილებელი? 

მისი მთავარი მიზანი და აუცილებლობაც იმაში მდგომარეობს, რომ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გახადოს მომხმარებელი ინფორმირებული ამა თუ იმ პროექტის შესახებ, დაეხმაროს მას, ინვესტირების შემთხვევაში, მიიღოს გადაწყვეტილება სანდო ფაქტებიდან გამომდინარე და არა ატეხილი აჟიოტაჟიდან ამა თუ იმ პროკტის ირგვლივ. ასევე, თუ მომხმარებელი ფლობს კრიპტოვალუტას, აძლევს საშუალებას ადევნოს თვალყური დეველოპმენტს სიახლეებს, სოციალულ აქტიურობას და ა.შ.

პლატფორმაზე ყიდვა-გაყიდვის ფუნქციის დამატებას თუ აპირებთ? 

ახლო მომავალში ეს არ იგეგმება, ჩვენი პლატფორმა არის დამოუკიდებელი წყარო ინტერესების გარეშე, მთავარი ინტერესი მომხმარებელია. ჩვენ შევქმენით რეიტინგის სისტემა კრიპტო ბირჟებისთვის, რომელიც იძლევა საშუალებას, ვურჩიოთ მომხმარებელს ყველაზე ლიკვიდური და სანდო ბაზრები.

ვინ არიან სამიზნე ჯგუფები?

დღესდღეობით სფეროთი დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს ან ფიქრობს ინვესტიციას კრიპტოვალუტებში, ან ადევნებს თვალს ფასებს და კრიპტო სამყაროს.

რატომ უნდა შეამოწმოს კრიპტოვალუტის ფასი მომხმარებელმა CoinLore-ზე?

დავიწყოთ იქედან, რომ უამრავი საიტი/პლატფორმა/აპლიკაცია/ბირჟა თუ სამეცნიერო პროკტები უკვე იყენებენ ჩვენ ფასებს. 3 წლის განმავლობაში, მუდმივად ვმუშაობთ, რომ დავხვეწოთ ჩვენი ფასის დათვლის სისტემა, ჩვენთან შესაძლებელია ფასის გარდა, დააკვირდე სიახლეებს, ოფიციალურ განცხადებებს, ტექნიკურ ინდიკატორებს. ასევე, შექმნა შენი პორტფოლიო და დააკვირდე მოგებას. დღეს, CoinLore-ს იყენებს უამრავი ადამიანი და სარგებლობს იმ ბენეფიტებით, რომელსაც ჩვენი პლატფორმა ქმნის მათთვის.

 

[R]

„გულწრფელობა, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ხელოვანისთვის“ – თეონა კოხოძე

ნიკა ქურდიანი მსოფლიოს, „წლის საუკეთესო SME ბანკირის“ სამეულში აირჩიეს