ორი დამფუძნებლითა და ერთი ოთახით დაწყებული კომპანია, რომელიც 40-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს, 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და სანდო ბირჟის სახელით სარგებლობს, 7 წლის გახდა!
Coinmania-ს ისტორია 2017 წლიდან იწყება, როცა ბლოკჩეინით დაინტერესებულმა კრიპტოენთუზიასტებმა, ზურაბ კერძევაძემ და სულხან ჯაშმა, გადაწყვიტეს, ქართველი მაინერებისა და კრიტპომომხმარებლებისთვის კრიპტოში რეალიზებული შემოსავლის მიღება გაემარტივებინათ. ასე შეიქმნა Coinmania.ge – ქართული კრიპტობირჟა, რომელზეც თავდაპირველად მხოლოდ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა იყო შესაძლებელი. დღეს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია 20-ზე მეტი კრიპტოვალუტა და მრავალფეროვანი ფუნქციონალი, რომელიც მუდმივად უმჯობესდება.
Coinmania-ს განვლილი გზის, მიმდინარე და სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელი სულხან ჯაში საუბრობს.
Coinmania-ს დაბადება
2024 წლის 8 თებერვალს კომპანიას 7 წელი შეუსრულდა. უკვე შვიდი წელია, ჩვენი უმთავრესი მიზანი კრიპტოვალუტის საყოველთაო გავრცელების ხელშეწყობა და მომხმარებლებისთვის ბაზარზე საუკეთესო, მოხერხებული, სანდო მომსახურების გაწევაა.
Coinmania-ს დაბადებას წინ უძღოდა 2017 წლის უპრეცედენტო კრიპტობუმი და ამ ტექნოლოგიისადმი გაზრდილი ინტერესი მსოფლიოსა და საქართველოში. მათ შორის ვიყავით ჩვენც, მე და Coinmania-ს თანადამფუძნებელი ზურა კერძევაძე, რომელიც პროფესიით პროგრამისტია. ის, რაც ცნობისმოყვარეობით დაიწყო, სიღრმისეულ შესწავლაში გადაიზარდა და ბლოკჩეინტექნოლოგიის უზარმაზარი პოტენციალი აშკარა გახდა. ჩვენთვის ახლობელი აღმოჩნდა ის ღირებულებები, რაზეც ეს ტექნოლოგია იდგა, კერძოდ: თავისუფლება, ფინანსური დამოუკიდებლობა და თანასწორუფლებიანობა. ეს ის ფასეულობებია, დრო რომ ვერაფერს აკლებს და ტექნოლოგია, რომელიც ამას უზრუნველყოფს, მომავლის ტექნოლოგია იყო. სამყარო ახალი ფინანსური რევოლუციის მიჯნაზე იდგა და გვინდოდა, ჩვენც მისი ნაწილი და ხელშემწყობები ვყოფილიყავით. აქედან გაჩნდა Coinmania-ს იდეა.
საწყის ეტაპზე ჩვენი პრიორიტეტი ქართველი კრიპტოენთუზიასტებისა და მაინერებისათვის კრიპტოვალუტაში შემოსავლის მიღებისა და ყიდვა-გაყიდვის გამარტივება იყო. იმ დროს ეს რთული, ხანგრძლივი და მაღალ საკომისიოებთან დაკავშირებული პროცესი გახლდათ. ბიზნესშესაძლებლობა პროექტად იქცა, შემუშავდა სისტემა, გაეშვა ვებგვერდი და შეიქმნა ქართული კრიპტობირჟა, უცხოურ ბაზარზე გაფართოების ამბიციური გეგმებით.
პირველი ნაბიჯები და გამოწვევები
სტარტაპს გამოწვევები ყოველთვის თან სდევს, მითუმეტეს, როცა მისი საქმიანობის სფერო იმდენად ახალი და რთულად გასაგებია, როგორიც ბლოკჩეინია. ბანკებთან ურთიერთობა, კრიპტოს გარშემო ცნობიერების ნაკლებობა, პოტენციურ მომხმარებლებამდე ჩვენს სერვისებზე ინფორმაციის მიტანა და დაინტერესება მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევათაგან, რაც გამოვიარეთ.
პლატფორმის გაშვების ადრეულ ეტაპზე სისტემა ნახევრადავტომატიზებული იყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ გვიხდებოდა თითოეული გადარიცხვის ხელით ადმინისტრირება, რაც დიდ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა. მომხმარებელს ლოდინი რომ არ დასჭირვებოდა, დღედაღამ ვმუშაობდით.
თავიდან მომხმარებელს მხოლოდ ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვა შეეძლო. 2018 წლიდან გუნდში პროგრამირებით დაინტერესებული ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ, რომლებიც გადავამზადეთ და მათ დახმარებით ბირჟაზე ეთერიუმი და ლაითკოინი დაგვემატა. ჩვენს პლატფორმაზე დღეს, პოპულარული კრიპტოვალუტების გარდა, ხელმისაწვდომია Coinmania-ს ემიტირებული ლარის, დოლარისა და ევროს ეკვივალენტური სტაბილური კოინები – nGEL, nUSD და nEURO. დავამატეთ ბირჟაზე ყიდვა-გაყიდვის განაცხადების განთავსებისა და ექპრესგადარიცხვის ფუნქციონალი და სხვა.
ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე იზრდება. წინ ერთად დიდი გეგმები და მიზნები გვაქვს.
ის, რაც Coinmania-ს გამოარჩევს
Coinmania-ს მკაფიოდ განსაზღვრული ფასეულობები აქვს, რომელსაც თითოეული თანამშრომელი იზიარებს და ყოველდღიურ საქმიანობაში დებს. პიროვნება, პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა და ურთიერთპატივისცემა ჩვენთვის მხოლოდ სიტყვები არ არის და ეს გამოიხატება როგორც ერთმანეთთან, ისე მომხმარებელთან ურთიერთობაში. გვყავს მომხმარებლის 24-საათიანი მხარდაჭერის გუნდი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ბაზარზე საუკეთესო მომსახურება გვქონდეს. ნებისმიერი კომპანია იმდენად კარგია, რამდენადაც მისი გუნდის თითოეული წევრი.
ამასთან, რასაკვირველია, გამუდმებით ვზრუნავთ სიახლეების დანერგვაზე, სისტემების დახვეწასა და გამარტივებაზე. როცა საქმე ფინანსურ ინსტრუმენტებსა და ვალუტებს ეხება, დაცულობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. ჩვენს მომხმარებელს საშუალება აქვს, პლატფორმაზე საფულე უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმებით დაიცვას.
Coinmania-ს დღევანდელი და სამომავლო მიზნები
ამჟამად აქტიურად ვმუშაობთ დარგში დაწესებული ახალი რეგულაციების კუთხით, ვირტუალური აქტივების სერვისების პროვაიდერის ლიცენზიის მიღებად. ეს საშუალებას მოგვცემს იმ გეგმების რეალიზებაში, რაც ქართულ და უცხოურ ბაზრებზე ჩვენი მომსახურების უფრო ფართოდ და მრავალმხრივად წარმოდგენას გულისხმობს.
მიმდინარეობს სისტემის ოპტიმიზაციის, ახალი კრიპტოვალუტების დამატებისა და მობაილაპლიკაციაზე მუშაობა. ამასთან, ვზრუნავთ ბლოკჩეინტექნოლოგიების გარშემო ცნობიერების ამაღლებაზე.
შორსმიმავალი გეგმები გვაქვს და მომხმარებელს არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ.
[პარტნიორის კონტენტი]