სულ მალე, 1-2 ივნისს, Spotlight Tech-ის სტუმრები ტექნოლოგიური სცენის გარშემო შეიკრიბებიან. ღონისძიება, ტრადიციულად, Raddison Blu Iveria-ში გაიმართება და მისი მთავარი თემა იქნება „გაკვეთილები“. Spotlight Tech-ის ისტორია 2018 წელს იწყება, როდესაც ღონისძიება ამ მიმართულებით პირველად ჩატარდა. Spotlight-ის ისტორია უკვე 11 წელს მოითვლის. 2013 წლიდან მოყოლებული, ის აერთიანებს ინდუსტრიის პროფესიონალებს და იქცა სივრცედ, რომელიც თავს უყრის ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს და ერთმანეთში ცოდნისა თუ გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. Spotlight Tech-ის ვერცხლის სპონსორია Coinmania. ღონისძიების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე Coinmania-ს მარკეტინგის მენეჯერი ანა ნემსიწვერიძე გვესაუბრა.
M: გვიამბეთ, რა ღირებულებები გაერთიანებთ Spotlight–თან, რამაც ღონისძიების მხარდაჭერა გადაგაწყვეტინათ?
Spotlight ქართულ ბიზნესსივრცეში დამსახურებულად მიიჩნევა წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად, რომელიც საინტერესო თემებთან და სპიკერებთან ერთად, პროგრესულად მოაზროვნე, სიახლეებისადმი ღია აუდიტორიასაც უყრის თავს. ღონისძიების მხარდაჭერა ჩვენთვის იმ საერთო ფასეულობების მხარდაჭერასაც ნიშნავს, რაც Coinmania-სა და Spotlight-ს აერთიანებს – ეს არის ინოვაციების, მართვის თანამედროვე მიდგომებისა და თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობა.
გვჯერა, რომ კრიპტოვალუტა მომავალია, რომლის გარშემოც ცნობიერება ნელ-ნელა იზრდება. გვინდა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მომავლის ამ ტექნოლოგიის ცეცხლის გაღვივებაში და ვფიქრობთ, ამას Spotlight-ის პროგრესულ აუდიტორიასთან ერთად შევძლებთ.
M: თქვენი ხედვით, რა როლი აქვს სფოთლაითს მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში?
Spotlight კომპანიებს მათი საქმიანობის გაცნობის, დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისა და ახალი კონტაქტების შეძენის შესანიშნავ საშუალებას აძლევს. შეიძლება ითქვას, ის მარკეტინგისა და ტექნოლოგიების სფეროს ერთგვარ სტანდარტადაც კი ჩამოყალიბდა. ყოველ მომდევნო წელს, Spotlight-ის მიმართ მოლოდინები მხოლოდ იზრდება. ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ასეთი მასშტაბის ღონისძიების არსებობა და მისი როლი უმნიშვნელოვანესია.
M: Spotlight Tech-ის მთავარი თემაა „გაკვეთილები“. რა მოლოდინი გაქვთ ღონისძიებასთან დაკავშირებით?
როგორც წესი, კონფერენციებსა და საჯარო გამოსვლებზე წარმატების ისტორიებს უფრო ვისმენთ. შთამაგონებელი სპიკერი აუდიტორიას უამბობს, როგორ მიაღწია წარმატებას და და ამის მისეულ ფორმულას გვთავაზობს. ცხადია, წარმატების „გამოცხობის“ იდეალური რეცეპტი არ არსებობს. სინამდვილეში, ნებისმიერ საქმეში, წარმატება იმ პატარა გამარჯვებების და კიდევ უფრო მეტი მარცხით მიღებული ცოდნისა და იმ გაკვეთილების შედეგია, რასაც გზადაგზა ვიღებთ. ამიტომ, ვფიქრობ, წლევანდელი Spotlight წარმატებული ადამიანების გამოცდილებებს განსხვავებული რაკურსით დაგვანახებს.
რაც შეეხება Coinmania-ს, წლევანდელ Spotlight-ზე ბლოკჩეინტექნოლოგიის გაკვეთილზე გეპატიჟებით. ვისაუბრებთ იმ დაბრკოლებებით სავსე გზაზე, რომლის გავლაც რევოლუციურ ტექნოლოგიებს უწევთ, სანამ საზოგადოება მათ კარს ფართოდ გაუღებდეს. ვისაუბრებთ კრიპტოვალუტის მნიშვნელობასა და იმ ფინანსურ თავისუფლებაზე, რომელიც მას ახლავს. ამასთან, იმ გაკვეთილებსაც გაგიზიარებთ, რაც ჩვენმა კომპანიამ შვიდი წლის განმავლობაში მიიღო. შევხვდებით Spotlight-ზე.
Spotlight Tech 2024-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: eTeam
ოქროს სპონსორი: Alta – Honor
ვერცხლის სპონსორები: Bolt, Wolt, Coinmania
ღონისძიების ოფიციალური ავტომობილი: Porsche
მხარდამჭერები: ლურჯი ოკეანე, LionTrans, ავერსი, IT აკადემია STEP, Navne, Lutecia, Develor Georgia, Viber, ACT, Silk Hospitality.