სულ მალე, Spotlight X ასეულობით სტუმარს უმასპინძლებს. 14 ივნისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ მარკეტინგის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები „სფოთლაითზე“ მოიყრიან თავს. საინტერესო თემები, სპიკერები, ვორქშოპები და რა თქმა უნდა, უხვი ნეთვორქინგი – მთელი დღის განმავლობაში. Marketer.ge-ის ეს პროექტი 2013 წლიდან იღებს სათავეს და ამ ხნის განმავლობაში, იგი მარკეტინგის, ბიზნესისა და ციფრული ინდუსტრიის პროფესიონალების მთავარ თავშეყრის ადგილად იქცა. „სფოთლაითი“ ტრადიციას აგრძელებს და სფეროს განვითარებისთვის ახალ, საინტერესო გარემოს ქმნის. წელს, ღონისძიების მხარდამჭერებს შორისაა Coinmania, რომელიც უკვე მესამე წელია, რაც „სფოთლაითის“ მხარდამჭერია. ღონისძიების მნიშვნელობაზე Coinmania-ს პროდუქტების სტრატეგიული განვითარების მენეჯერი, ანი ნემსიწვერიძე გვესაუბრება.
M: „სფოთლაითთან“ რამდენიმეწლიანი მეგობრობა გაკავშირებთ. თქვენი ხედვით, რას ცვლის ის ქართული ბიზნესისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემისთვის?
Coinmania-სა და Spotlight-ის მრავალწლიანი მეგობრობა გრძელდება და ტრადიციას არც წელს ვარღვევთ – ღონისძიების მხარდამჭერის რანგში კვლავ ვიქნებით წარმოდგენილი. ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ხშირად რთულია ფეხის აწყობაც და იმის აღქმაც, თუ როგორ ცვლის ინოვაციები ჩვენს ყოველდღიურობას, ბიზნესსა და ეკონომიკას. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი პლატფორმები, როგორიც Spotlight-ია.
Spotlight ქართულ რეალობაში ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლები იკრიბებიან, ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, იდეებსა და ხედვებს. ასეთი ღონისძიებები არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ ახალი შესაძლებლობებისა და თანამშრომლობების საფუძველიც ხდება.
Coinmania-სთვის, როგორც ფინტექ და კრიპტოკომპანიისთვის, ტექნოლოგიური ინოვაცია ყოველდღიურობის ნაწილია. გვიხარია, რომ წელს Spotlight-ის ფარგლებში ტექნოლოგიებს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რადგან სწორედ ასეთი ინიციატივები უწყობს ხელს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას.
M: თქვენთვის რატომ არის მნიშვნელოვანი „სფოთლაითის“ მხარდაჭერა?
Coinmania 2017 წლიდან აქტიურად არის ჩართული საქართველოში ციფრული ეკონომიკისა და Web3 კულტურის განვითარებაში. Spotlight-ზე კრიპტოინდუსტრიას უკვე მესამე წელია წარმოვადგენთ და ჩვენი სექტორის მიმართ ინტერესის ზრდას ყოველ ღონისძიებაზე ვგრძნობთ.
ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიური პროგრესი უფრო ახლოს მივიტანოთ ადამიანებთან, რადგან ნებისმიერ პროდუქტს, პირველ რიგში, საზოგადოება და იდეების გაცვლა ავითარებს. ამიტომ ვბრუნდებით Spotlight-ზე ჩვენი სტენდით, სადაც ღონისძიების მონაწილეებს გავაცნობთ იმ რეალურ შესაძლებლობებს, რომლებსაც თანამედროვე ციფრული ფინანსები, კრიპტო- და ბლოკჩეინტექნოლოგიები ქმნის.
M: გვიამბეთ იმ მთავარ ღირებულებებზე, რაც ღონისძიებასთან და მის სტუმრებთან გაერთიანებთ…
ბლოკჩეინტექნოლოგია, თავისი არსით, ტრადიციული სისტემებისგან განსხვავებულ, ინოვაციურ მიდგომას ეფუძნება და მუდმივად უკეთესი, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების ძიებაშია. ჩვენი გუნდი გამოწვევებს შესაძლებლობად აღიქვამს და ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის აქტიური მონაწილეა.
Spotlight-ის აუდიტორიას თამამი, ახალი იდეებით გულანთებული ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც მზად არიან მომავლის შექმნაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ამიტომ, ვფიქრობ, გვაერთიანებს გაბედულება, ინოვაციებისადმი ღიაობა, ექსპერიმენტების სიყვარული და აზროვნების თავისუფლება. სწორედ ამ განწყობითა და სულისკვეთებით დაგხვდებით Spotlight-ზე.
M: როგორია მოლოდინი 14 ივნისის „სფოთლაითთან“ დაკავშირებით?
მოლოდინები Spotlight-ის მიმართ წლიდან წლამდე იზრდება, რის საფუძველსაც წარსული გამოცდილება გვაძლევს. წლევანდელი ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზეა ფოკუსირებული. პროგრამა დატვირთულია საინტერესო სპიკერებითა და აქტუალური თემებით, რაც, ვფიქრობთ, აუდიტორიისთვის ძალიან ღირებული იქნება.
განსაკუთრებით გვაინტერესებს დისკუსიები იმ თემების გარშემო, რომლებიც დღეს ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, მათ შორის, ხელოვნური ინტელექტი, ციფრული ფინანსები და სხვა. გვიხარია, რომ ამ ტექნოლოგიური დღესასწაულის ნაწილი ვართ და მოუთმენლად ველით 14 ივნისს Spotlight X-ზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე: biletebi.ge. საქართველოს ბანკის ნებისმიერი Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
კორპორაციული შესყიდვებისთვის დაუკავშირდით ელფოსტაზე: [email protected] – მიუთითეთ თქვენი კომპანიის რეკვიზიტები და სასურველი ბილეთების რაოდენობა.
ღონისძიების მასპინძელია The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Coinmania, Aversi, Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, BDO Digital, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group, Ton, biletebi.ge, METI Protein Bar













