in

„კოინმანია” – კომპანია, რომელიც ციფრული ვალუტის საყოველთაო გავრცელებისთვის შეიქმნა

2017 წელს, ბაზარზე ჯერ კიდევ ახალი გამოჩენილი იყო კრიპტოვალუტა. საქართველოში ბევრი არაფერი იცნოდნენ მის შესახებ. მაშინ მთავარი კითხვა, რომელიც ერთმანეთს დავუსვით იყო, როგორ შეგვეძლო ჩვენი ყოველდღიურობის უფრო გამარტივება. ბევრი ფიქრის, სწავლის დაგეგმვისა და შრომის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ საქართველოში სწორედ ციფრული ფულით სარგებლობის კულტურა შემოგვეტანა და ერთ-ერთი პირველები ვყოფილიყავით ამ მიმართულებით. ვხედავდით, რომ მსოფლიო ზუსტად ფულის გაციფრულებისკენ მიიწევდა და ციფრულ ვალუტას დიდი მომავალი ჰქონდა. ასე შეიქმნა „კოინმანია”.

მოკლედ რომ მოგიყვეთ, „კოინმანია” 2017 წელს დაარსებული კომპანიაა. მისი მთავარი მიზანია, ციფრული ვალუტით სარგებლობის კულტურის დანერგვა, ადამიანებისთვის ფინანსური თავისუფლების ზრდა და ციფრული ვალუტის საყოველთაო გავრცელება.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქართველოში ერთ-ერთი პიონერები ვართ კრიპტოვალუტის მოხმარებაში შემოტანის მიმართულებით. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი გზა გავიარეთ დღევანდელ დღემდე. იყო ბევრი დაბრკოლება და გაურკვევლობა, მაგალითად, სხვადასხვა ბანკებთან ურთიერთობა, ადამიანების მოზიდვა და დაინტერესება.

რადგან მაინც „ახალი ხილია” კრიპტოვალუტით სარგებლობა, მუდმივად გვიწევს, ავუხსნათ ადამიანებს, თუ რა სარგებელს მიიღებენ, როგორ გაიმარტივებენ ცხოვრებას, რა ცვლილებებთან ერთად შეძლებენ თანაცხოვრებას. ხშირად ქოინების შესახებაც არაფერი იციან, არადა, ციფრული ვალუტის შეძენა, დახარჯვა, გადაცვლა და შენახვა ძალიან მარტივი, სწრაფი და უსაფრთხო პროცედურაა, საბანკო სერვისებისგან განსხვავებით.

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

პირველი, რასაც გამოვარჩევდი ეს არის თავისუფლება, რომელსაც კრიპტოვალუტის მეშვეობით იღებს ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დაცული და უსაფრთხო გზა შენი ფინანსების მართვის. მსოფლიოში ბევრი კომპანიაა, რომელიც ადამიანებს კრიპტოვალუტით სარგებლობისთვის ყველა საჭირო სერვისს აწვდის, თუმცა ყველა მათგანი, რა თქმა უნდა, არ არის სანდო. „კოინმანია” სწორედ ამითაა გამორჩეული. ადამიანები გვენდობიან და იციან, რომ მათ მოლოდინებსა და იმედებს არასდროს გავუცრუებთ.

მნიშვნელოვანია, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობის შემთხვევაში, ადამიანის ვინაობა ანონიმურია. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, გაცვალოთ, გაყიდოთ, ან მოიხმაროთ ბიტკოინები ისე, როგორც ამას თავად გადაწყვეტთ, თქვენი ვინაობა კი ამ პროცესში სრულიად ანონიმური იქნება.

ზოგადად, საბანკო სერვისებით სარგებლობისას, საკმაოდ ვრცელი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება გვიწევს. ჩვენ ვენდობით კონკრეტულ ადამიანებსა და კომპანიებს და ვანდობთ მათ ჩვენს პირად მონაცემებს. 21-ე საუკუნეში სწორედ ამ ტიპის ინფორმაციაა ყველაზე ღირებული, მისი მესამე პირებისთვის გადაცემა კი გარკვეულ რისკებსა და საფრთხეებს შეიცავს. კრიპტოვალუტით ფულის განკარგვის შემთხვევაში კი ტრანზაქციების განხორციელება პირადი ინფორმაციის გასაჯაროების გარეშეც შესაძლებელია.

„კოინმანია” სხვა კომპანიებისგან კიდევ ერთი რამით განსხვავდება – ეს არის სიმარტივე. ყველა ფუნქციას, რომლის გამოყენებაც გჭირდებათ, ძალიან მარტივად მიაგნებთ. მხოლოდ წამებია საჭირო ჩვენს ვებგვერდზე, coinmania.ge-ზე რეგისტრაციის გასავლელად, კრიპტოვალუტის შესაძენად და შემდეგ უკვე მის სურვილისამებრ გამოსაყენებლად.

ჩვენს კომპანიაში ადამიანები რომ მოდიან, მათ იციან, რომ „კოინმანიაში” ინოვაციური იდეების, გეგმების და მიზნების შესასრულებლად შესაფერისი გარემოა. ჩვენ არ გვეშინია სიახლეების, არ გვეშინია ახალ-ახალი მცდელობების და გვგონია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს, მთელი მსოფლიო ერთ რამეზე შეთანხმდა – ფულის მომავალი მის გაციფრულებაშია.  მნიშვნელოვანია, დავეწიოთ ტენდენციებს და ცვლილებებს ფეხი სწრაფადვე ავუწყოთ.

ჩემთვის პირადად „კოინმანია” ზუსტად ეს არის. კომპანია, რომელსაც ცვლილებები მოაქვს ადამიანების ცხოვრებაში.

„კოინმანია” არის გზა ფინანსური თავისუფლებისკენ.

 

[პარტნიორის კონტენტი]

აქ.ახლა განწყობისთვის – გლოვო და თიბისი სტარტაპების მხარდასაჭერად

როგორ გაუმკლავდა „თიბისი ფეის“ გუნდი ახალ გამოწვევებს?