Coinmania „ოქროს“ დაბადების დღეს ვირტუალური აქტივის მომსახურების ლიცენზირებული პროვაიდერის სტატუსითა და მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.
Coinmania ქართულ კრიპტობაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს კრიპტოსაფულით ემსახურება. პლატფორმაზე შესაძლებელია ისეთი კრიპტოაქტივების ყიდვა, გაყიდვა, გადარიცხვა და შენახვა, როგორიცაა: ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითკოინი და სხვა. ამჟამად, Coinmania-ზე 120 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელია.
2024 წელი Coinmania-სთვის ნაყოფიერი იყო. მაისში Coinmania მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა – კომპანიამ, დარგში შესული რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკისაგან ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ავტორიზაცია მიიღო. ამან, გაზრდილ სანდოობასთან ერთად, ბიზნესთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები გააჩინა: ამუშავდა ციფრული ტერმინალი, რომელიც იურიდიულ პირებს კრიპტოკონვერტაციით ანგარიშსწორების საშუალებასა და კრიპტომომხმარებელთა მზარდ სეგმენტზე წვდომის საშუალებას აძლევს.
კრიპტოს გამოყენებით შოპინგი უკვე ხელმისაწვდომია Dressup-ის ქსელის 80-ზე მეტ მაღაზიაში, როგორიცაა: Levi’s, Tommy Hilfiger, Guess, Lee Wrangler, Calvin Klein და სხვ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია Coinmania-ს საგადახდო პროვაიდერ Electra Pay-ის ციფრული ტერმინალით გადახდისას და ექსკლუზიურად Coinmania-ს მომხმარებლებისთვის. 2025 წელს კრიპტომეგობრული ობიექტების ნუსხას არაერთი ფიზიკური თუ ონლაინმაღაზია შეემატება.
მსოფლიო კრიპტობაზრის აღმავალი ტენდენციები დადებითად აისახა კრიპტომომხმარებლებისა და ტრანზაქციების ზრდაზე. 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით, Coinmania-ზე განხორციელებული ტრანზაქციების ჯამური რაოდენობის 30%-იანი მატება დაფიქსირდა. გაიზარდა Coinmania-ს გუნდიც და მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე უკვე ორმოცდაათამდე თანამშრომელი ზრუნავს.
„2025 წელს ბევრ კარგ სიახლეს გპირდებით. პირველ რიგში, გაეშვება მობაილაპლიკაცია, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი დიდი ხანია ელის. პლატფორმაზე ძალიან მალე დაგვემატება ათობით მოთხოვნადი კრიპტოაქტივი. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ ბიზნესებთან, რათა კრიპტოს გამოყენებით ვაჭრობის შესაძლებლობა რაც შეიძლება მეტ ფიზიკურ თუ ონლაინობიექტში იყოს შესაძლებელი.
8 თებერვალს ჩვენს კომპანიას 8 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით პატარა სიურპრიზს ვამზადებთ, რასაც 10 თებერვალს, 20 საათზე Facebook-ით გავაჟღერებთ.
მინდა, Coinmania-ს გუნდის სახელით, მადლობა გადავუხადო ჩვენს მომხმარებლებს მრავალწლიანი ნდობისა და ერთგულებისთვის. კრიპტოთავგადასავალი გრძელდება!” – Coinmania-ს მარკეტინგის მენეჯერი ანა ნემსიწვერიძე.
გახდი კრიპტომეგობრული ბიზნესი – დანერგე კრიპტოკონვერტაციით გადახდები. გაიგე მეტი: [email protected].
[პარტნიორის კონტენტი]