in

გონიოს ციხის ტერიტორიაზე იშვიათი ნომინალის მონეტები აღმოაჩინეს

გონიო – აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებისას,  ვერცხლის 7 და ბრინჯაოს 2 მონეტა აღმოაჩინეს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით, 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება. სპეციალისტების თქმით, დეტალური ინფორმაცია, მონეტების გაწმენდის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქართულ – პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია, რამდენიმე დღის წინ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით განახლდა. ექსპედიცია სამუშაოებს 4 უბანზე აწარმოებს. მონეტების გარდა, მოპოვებულია სხვადასხვა სახის კერამიკული, ამფორების, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნების, ლუთერიების, მინისა და ლითონის ნაკეთობები.

არქეოლოგიურ გათხრებში, სპეციალისტებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. გონიო – აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე, პარალელურად, მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები. ამასთან, უკვე დასრულდა ორი კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები.

Converse-მა ცნობილი კედების Chuck Taylors დიზაინი შეცვალა

როგორია მოგზაურობის ჟრუანტელი? – Booking.com-ის კამპანია