ძალიან ცოტა ბრენდი თუა ისე საერთაშორისოდ ცნობილი, როგორც კოკა-კოლა. თუმცა კულტურული დაყოფისა და ციფრულ ეპოქაში ასეთ საკულტო ბრენდებსაც სჭირდება განვითარება და ამაზეა Coke for Everyone-ის კამპანიაც. მხოლოდ ბრენდის ახლებურად წარმოჩინებას კი არ ემსახურება, არამედ ადამიანურ კავშირებზე ამახვილებს ყურადღებას.
კამპანია ინსპირაციას ადრეული 2000-იანი წლების Argentine Coca-Cola-ს რეკლამიდან იღებს, რომელიც მისი სიმარტივის, შარმისა და უნივერსალურობის გამო დაამახსოვრდათ. Cartwright-მა კი ახლა გადაწყვიტა, ამ ნამუშევრისთვისაც მიეგო პატივი და თან იგი თანამედროვე მომხმარებლებისთვისაც რეზონანსული გაეხადა. ახალ პროდუქტებსა თუ ინოვაციებზე ფოკუსირების ნაცვლად, კამპანია იმას უსვამს ხაზს, რასაც კოკა-კოლა ყველაზე მეტად აფასებს — მის ადამიანებს, შეფუთვასა და საერთო მომენტების სილამაზეს.
ამგვარად, კოკა-კოლა ყველასთვისაა, დიდებისთვის, პატარებისთვის, მაღალი თუ დაბალი ადამიანებისთვის, პესიმისტებისა თუ ოპტიმისტებისთვის…
კოკა-კოლას კამპანიაზე Cartwright-ის სააგენტომ იმუშავა.