28
Jan
2019

„კოლა არის კოლა“ – ენდი უორჰოლის წიგნით შთაგონებული რეკლამა

28 Jan 2019

2006 წლის შემდეგ, კოკა-კოლა „სუპერ თასის“ რეკლამებში პირველად გამოჩნდება. სასმლის გიგანტური ბრენდი, 60 წამიან რეკლამას ეროვნულ ჰიმნამდე გაუშვებს და მომენტს იმისთვის გამოიყენებს, რომ ყველას ერთიანობისკენ მოუხმოს. ანიმაციური რეკლამის შესრულება, სახელწოდებით, „კოლა არის კოლა“, Wieden & Kennedy-ს ეკუთვნის და ცდილობს, ბრენდი წარმოაჩინოს, როგორც ყველასთვის საყვარელი, განურჩევლად რასისა, სტატუსისა, თუ რელიგიური აღმსარებლობისა.  რეკლამაში გამოყენებული ფრაზები ინსპირირებულია ამერიკელი მწერლის, ენდი უორჰოლის 1975 წლის წიგნიდან „ენდი უორჰოლის ფილოსოფია“, სადაც ავტორი აცხადებს, რომ „კოლა არის კოლა“ და ვერანაირ ფასად იყიდი იმაზე უკეთესს, ვიდრე უსახლკაროს კოლაა, რომელსაც ის ქუჩის კუთხეში სვამს“.

 

 

განხილვა