17
Apr
2019

კოკა-კოლას შეფუთვა “ვარსკვლავური ომების” სტილში

17 Apr 2019

კოკა-კოლამ გადაწყვიტა ეჩვენებინა, რომ მისი წარმოების სასმელი ყოველთვის ერთი ხელის გაწვდენაზეა, გალაქტიკის სამყაროშიც კი. სწორედ ამიტომ, Coca-Cola-ს, Diet Coke-ის, Sprite-ისა და DASANI-სთვის, ახალი შეფუთვის ბოთლები გამოუშვა, ვარსკვლავური ომების სტილში. სფერული ფორმის ბოთლები დროიდების პროტოტიპის მიხედვითაა შექმნილი. შეფუთვა “დისნეისთან” თანამშრომლობით შეიქმნა. ახალი ბოთლები ხელმისაწვდომი “ვარსკვლავური ომების” თემატიკის პარკეში იქნება, რომელიც “დისნეილენდში” შენდება. პარკი კალიფორნიის “დისნეილენდში” 31 მაისს, ხოლო ფლორიდაში 29 აგვისტოს გაიხსნება.

განხილვა