13
Sep
2016

როგორ დავაკავშიროთ მუსიკა და მოდა – Colcci-ს კრეატიული მიდგომა

13 Sep 2016

Elit Electronics


მუსიკა და მოდა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ახალგაზრდული ტანსაცმლის ბრენდმა Colcci ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ახალგაზრდებს უყვართ გართობა, ღამის ცხოვრება, კლუბები და კლუბური მუსიკა. Colcci-მ შექმნა ფლეი-ლისტი, რომელშიც ყოველ კომპოზიციას გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის კლუბური ფოტო ამშვენებს, შესაბამისად, სანამ უსმენთ მუსიკას, ათვალიერებთ ახალ კოლექციას.

შედეგი მართლაც შთამბეჭდავია, 6 მილიონი მოსმენა Spotify–ზე ანუ კოლექციის 6 მილიონი ნახვა. ეს ნიშნავს სასურველ სეგმენტში, ბრენდის მაღალ ცნობადობას.

 

Colcci-მ თავისი ფლეი-ლისტი ვინილზეც გადაიტანა, რომელზეც ბრაზილიელი მოდელის ჟიზელ ბუნჩენის ავტოგრაფებია. ეს ვინილები ადგილობრივ  DJ-ებს დაურიგდა.

ვიდეორგოლზე  სააგენტო Escala-მ იმუშავა.

განხილვა